iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

AMD Navi 2X-ისა და NVIDIA Ampere-ის გეიმინგ ვერსიის დებიუტი სექტემბერში შედგება

AMD Navi 2X-ისა და NVIDIA Ampere-ის გეიმინგ ვერსიის დებიუტი სექტემბერში შედგება

თარიღი: 22/05/2020

პარტნიორი: Overclockers GE

რესურსი DigiTimes ამტკიცებს, რომ AMD-ისა და NVIDIA-ს ახალი გეიმინგ გრაფიკული პროცესორები წარდგენილი იქნება სექტემბერში და ეს მოვლენა ხელს შეუწყობს ვიდეო დაფების ბაზრის გამოცოცხლებას იმ დონეზე, რომ მთავარი ტაივანური კომპანიები წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაზრდიან გაყიდული პროდუქციის მოცულობას.  

მესამე კვარტალში ფასები შემცირდება ამამად არსებული აობის გეიმინგ ვიდეო დაფებზე, რაც ასევე ხელს შეუწყობს მოთხოვნის გამოცოცხლებას. მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ თვის შუა პერიოდში წარდგენილ, Ampere არქიტექტურის მქონე გრაფიკულ პროცესორ NVIDIA GA100-ს არ აქვს ფუნქციონალური ბლოკები, რომლებიც გეიმინგში რეითრეისინგზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, წარმოების მხრივ იგი საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ გეიმინგ სეგმენტისთვის NVIDIA-ს დასირდება Ampere არქიტექტურის სხვა წარმომადგენლები.  

კომპანია AMD-მ მიმდინარე წელს უნდა წარადგინოს ფლაგმანური გრაფიკული პროცესორები RDNA 2 არქიტექტურით, ეს მოხდება სექტემბერში ან ოქტომბერში. 

 

წყარო: Overclockers GE