iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

მსოფლიოში პირველი NVMe M.2 SSD დისკი 8 ტერაბაიტი მოცულობით

მსოფლიოში პირველი NVMe M.2 SSD დისკი 8 ტერაბაიტი მოცულობით

თარიღი: 22/05/2020

პარტნიორი: Overclockers GE

კომპანია Sabrent-მა გამოუშვა მსოფლიოში პირველი NVMe M.2 SSD, რომელსაც 8 ტერაბაიტი ინფორმაციის შენახვა შეუძლია. დისკი შევიდა Rocket Q სერიაში, რომელშიც ასევე წარმოდგენილია მოდელები 500 გბ, 1, 2 და 4 ტბ მოცულობით. 

ახალი დისკი დამზადებულია NVMe 1.3 სპეციფიკაციის შესაბამისად. გამოყენებულია ინტერფეისი PCIe Gen3 x4. დისკს საფუძვლად უდევს 3D QLC NAND ფლეშ-მეხსიერების მიკროსქემები, რომელთაც შეუძლიათ ერთ ბლოკზე 4 ბიტი ინფორმაციის შენახვა, ასევე მოცემულია კონტროლერი Phison E12S. 

ინფორმაციის წაკიხვის სიჩქარეა 3400 მბ/წმ, ჩაწერის სიჩქარე - 3000 მბ/წმ.  IOPS მაჩვენებელი უცნობია. 

image.jpeg 

დისკს აქვს S.M.A.R.T. მონიტორინგის საშუალებებისა და TRIM ბრძანების მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს გამოყენების ვადის ზრდასა და წარმადობის ოპტიმიზაციას. 

image.jpeg 

მოწყობილობა აღჭურვილია გამაგრილებელი რადიატორით. დისკი განკუთვნილია მძლავრ გეიმინგ კომპიუტერებსა და სამუშაო სადგურებში გამოყენებისთვის. 

8 ტბ მოცულობის Rocket Q-ის ფასი ჯერჯერობით უცნობია. დასაშვებია ვარაუდი, რომ ღირებულბა 1000 აშშ დოლარს გადააჭარბებს, რადგანაც 4-ტერაბაიტიანი ვერსიის ფასი 760 აშშ დოლარს შეადგენს. 

 

წყარო: Overclockers GE