iსკოლა
ვებინარები

ბლოგი

მეათე თაობის Intel Core პროცესორების გაყიდვა დაიწყო - პირველადი ფასები სასიამოვნოდ გააოცებს მომხმარებლებს

თარიღი: 21/05/2020

პარტნიორი: Overclockers GE

მეათე თაობის Intel Core პროცესორების გამოსვლის შესახებ ცნობები დაახლოებით ნახევარი წელია ვრცელდება. Intel-ი დიდი ხანი არჩევდა ანონსისა და პროცესორების გაყიდვის თარიღს. ვადა ხშირად იცვლებოდა, სისტემის განახლების მსურველთა რიცხვი კი უფრო იმატებდა. ამჟამად უკვე დაიწყო ზემოხსენებული პროცესორების გაყიდვა -  ყველა მსურველს შეუძლია შეიძინოს ყველაზე სწრაფი 10-ბირთვიანი ჩიპი.  

როგორც აღმოჩნდა, ფასები საკმაოდ მმზიდველია მიუხედავად გავცელებული ცნობებისა, რომ პროცესორები იმაზე ორჯერ ძვირი იქნებოდა, ვიდრე Intel-მა განაცხადა.  

ამერიკულ ბაზარზე ამჟამად არსებული ფასები ასეთია: 

ათბირთვიანი Core i9-10900K იყიდება 529 აშშ დოლარად; 

Core i7-10700K-ის ყიდვა შესაძლებელია 409 აშშ დოლარად 

Core i5-10400-ის ფასი კი 195 აშშ დოლარია (ფასები საკომისიოს გარეშეა Newegg-ზე).  

ევროპის ბაზარზე ფასები გაცილებით მაღალია: Core i9-10900K-ის ფასი 589 ევროდან იწყება, Core i9-10900KF ღირს 549 ევრო, Core i7-10700K – 449 ევრო, Core i5-10600K – 310 ევრო, Core i5-10400F კი ხელმისაწვდომია 183 ევროდ (საკომისიოს ჩათვლით). 

ასევე დაიწყო ახალი LGA1200 სოკეტის მქონე დედა დაფების გაყიდვაც. გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობა ჯერ უცნობია, თუმცა ბევრ პლატფორმაზე ფლაგმანური მოდელები უკვე ამოიწურა. ყველაზე უკეთ სწორედ 10-ბირთვიანი ჩიპები იყიდება. როგორც ჩანს, გეიმერები დიდხანს ელოდნენ და მზად არიან ნებისმიერ ფასად შეიძინონ ყველაზე სწრაფი პროცესორი. 

 

წყარო: Overclockers GE