El.GE
მოსწავლე მასწავლებელი
ვებინარები

ბლოგი

HP მალე წარადგენს ვირტუალური რეალობის ჰედსეტს - Reverb G2

თარიღი: 25/03/2020

პარტნიორი: Overclockers GE

კომპანია HP-მ გამოშვა თიზერ-ვიდეორგოლი, რომელშიც ნათვამია, რომ ახლოვდება მომდევნო თაობის Reverb VR-ჰედსეტის ანონსი. ხსენებული ჰედსეტი შექმნილია Valve-სა და Microsoft-ს მხარდაჭერით.  

HP-სა და Steam-ის ვებ-გვერდებზე ნათქვამია, რომ ახალი მოწყობილობა, სახელად Reverb G2 იქნება „უფრო მიმზიდველი, მოსახერხებელი და მეტად თავსებადი“ წინა თაობის მოდელთან შედარებით. აგრეთვე მითითებულია, რომ ჰედსე ახალი სტანდარტი გახდება ვირტუალური რეალობის მოწყობილობებში. თავის მხრივ HP ელექტრონულ შეტყობინებაში მას მოხსენიებს „უკომპრომისო VR-ჰედსეტად“. მტკიცება ახალ სტანდარტსა და უკომპრომისობაზე გვაძევს ვარაუდის საფუძველს, რომ საუბარი ეხება high-end მოწყობილობას, რომლის გამოყენება შესაძებელი იქნება პროფესიონალური საჭიროებებისთვის. 

Reverb-ის წინა მოდელის წარდგენა შედგა გასული წლის მარტში. კონკურენტებისგან მისი მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელია 2.9-დუიმიანი დისპლეები, რომელთა გაფართოება 2160 × 2160 პიქსელს შეადგენს. 

 

წყარო: Overclockers GE