iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

iPhone 15 Pro Max-ის ნაცვლად მომავალ წელს Apple გამოუშვებს iPhone 15 Ultra-ს - წყარო: Bloomberg

iPhone 15 Pro Max-ის ნაცვლად მომავალ წელს Apple გამოუშვებს iPhone 15 Ultra-ს - წყარო: Bloomberg

თარიღი: 28/09/2022

პარტნიორი: Overclockers GE

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით მომავალ წელს Apple გაზრდის განსხვავებას iPhone-ის საბაზისო და ფლაგმანურ ვერსიებს შორის, ყველაზე მაღალი წარმადობის მოდელის სახელწოდება კი იქნება iPhone 15 Ultra. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს გამომცემლობა Bloomberg-ის ჟურნალისტი Mark Gurman, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ iPhone 15 Ultra-ში Lightning ინტერფეისს USB Type-C ჩაანაცვლებს. 

Apple-ის სმარტფონების არსებობის წლებში მოწყობილობების დასახელებების პოლიტიკაში ცვლილებები იშვიათად შედიოდა. საწყის პერიოდში, როდესაც არსებითი ცვლილებები და ახალი ფუნქციები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ემატებოდა, შუალედურ მოდელებს ენიჭებოდათ მაჩვენებელი „S”. მაგალითად, სრულიად ახალი iPhone 5-ის გამოსვლიდან ერთ წელში გამოვიდა iPhone 5S, iPhone 6-ის გამოსვლიდან ასევე ერთ წელში კი - iPhone 6S. 

2019 წელს Apple-მა სმარტფონების ხაზის დივერსიფიკაცია მოახდინა და მას შემდეგ ბაზარზე გამოვიდა მოწყობილობების საბაზისო და პრემიუმ ვერსიები, ამ უკანასკნელებს ეწოდა "Pro" და "Pro Max". წელს საბაზისო iPhone-ის უფრო დიდ ვერსიას მიენიჭა სახელი "Plus", რომელიც კომპანიას 2017 წლიდან არ გამოუყენებია. „Pro Max“-ის „Ultra“-თი ჩანაცვლება უფრო ლოგიკურია, რადგან Apple-ს ამჟამად ასორტიმენტში უკვე აქვს სმარტ-საათი Apple Watch Ultra. 

ადრე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ Apple ტესტავს iPhone-ს USB Type-C ინტერფეისით და მის გამოშვებას აპირებს ევროკავშირში კანონის ამოქმედებამდე, რომელიც ავალდებულებს სმარტფონების მწარმოებლებს - 2024 წლიდან წარმოადგინონ მოწყობილობები ამ კონექტორით. 

ასევე, მარკ გურმანის თქმით, Apple-მა შესაძლოა უარი თქვას წელს ახალი პროდუქტების პრეზენტაციისადმი მიძღვნილი მეორე საშემოდგომო ღონისძიების ჩატარებაზე. მიუხედავად ამისა, იგი ელის ახალი Mac mini-ს, MacBook Pro-სა და iPad Pro მოდელების წარდგენას წლის ბოლომდე, თუმცა კომპანია, სავარაუდოდ, ამას გააკეთებს პრეს-რელიზების გამოქვეყნების გზით, რადგან წლევანდელ მოდელებში არ იქნება წარმოდგენილი რაიმე განსაკუთრებული გაუმჯობესება. 

 

წყარო: https://tinyurl.com/24a49758