iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Tesla 30 სექტემბერს წარადგენს რობოტ-ჰუმანოიდ Optimus-ს და არა მხოლოდ

Tesla 30 სექტემბერს წარადგენს რობოტ-ჰუმანოიდ Optimus-ს და არა მხოლოდ

თარიღი: 28/09/2022

პარტნიორი: Overclockers GE

კომპანია Tesla რეგულარულად ატარებს ღონისძიებებს, რომლებიც ეძღვნება ამა თუ იმ თემას. შემდეგი მსგავსი ღონისძიება - ხელოვნური ინტელექტისა და მასთან დაკავშირებული თემებისადმი მიძღვნილი Tesla AI Day - 30 სექტემბერს გაიმართება. ილონ მასკის კომპანიამ მიმდინარე დღეებში დაიწყო ამ ღონისძიებაზე მოსაწვევების გაგზავნა. 

შეგახსენებთ, რომ Tesla-მ ადრე უკვე გამართა AI Day, სადაც ძირითადად ისაუბრა თავისი ელექტრომობილებისთვის ავტოპილოტირების სისტემის შემუშავების წარმატებაზე, ასევე წარადგინა სუპერკომპიუტერი Dojo და რობოტი-ჰუმანოდი Tesla Bot, რომელიც ამჟამად ცნობილია, როგორც Tesla Optimus. 

ჯერ კიდევ მაისში ილონ მასკმა განაცხადა, რომ მომდევნო Tesla AI Day აგვისტოში გაიმართებოდა, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ ღონისძიება გადადო, რათა მოემზადებინა და ფართო აუდიტორიისთვის ეჩვენებინა Tesla Optimus რობოტის მუშა პროტოტიპი. ღონისძიების მოსაწვევში მოცემულია: „გიწვევთ 30 სექტემბერს AI Day 2022 ღონისძიებაზე პალო-ალტოში, კალიფორნიაში. თქვენ შეიტყობთ Teslaს უახლესი მიღწევების შესახებ ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რომელთა შორისაა Full Self-Driving, Tesla Bot, Dojo და ბევრი სხვა რამ. 

ამრიგად, რობოტის გარდა, რომელიც, ცალსახაა, ღონისძიების პროგრამის მთავარი მოვლენა იქნება, კომპანია საზოგადოებას გაუზიარებს სრული ავტოპილოტირების სისტემა Tesla FSD-თან დაკავშირებულ მიღწევებსა და გეგმებს, აგრეთვე გარკვეულ დეტალებს სუპერკომპიუტერ Dojo-ს შესახებ. 

 

წყარო: https://tinyurl.com/mrjmjwsv