iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

AMD 30%-მდე ამცირებს ფასებს Radeon RX 6000 სერიის ვიდეო ბარათებზე

AMD 30%-მდე ამცირებს ფასებს Radeon RX 6000 სერიის ვიდეო ბარათებზე

თარიღი: 27/09/2022

პარტნიორი: Overclockers GE

გულუხვი ფასდაკლებები განპირობებულია მომავალი RX 7000 თაობის ვიდეო ბარათების გამოსვლის მოახლოებითა და მაინერების მხრიდან მოთხოვნის შემცირებით. 

მომავალი თაობის Radeon RX 7000 სერიის RDNA 3 გრაფიკული პროცესორების გამოსვლა უკვე მოახლოვდა, ამიტომ AMD ამჟამად ცდილობს დაცალოს RDNA GPU-ების მარაგი და მიმზიდველ ფასდაკლებებს გვთავაზობს Radeon RX 6000 სერიის ყველა მოდელზე. AMD-მ ასევე მოიყვანა ფასი/ხარისხის შეფარდების შედარება კონკურენტ NVIDIA-ს პროდუქტებთან და აღნიშნა RDNA 2 გრაფიკული პროცესორების უპირატესობა ენერგოეფექტურობის კუთხით. 

როგორც ჩანს, RX 6800 / XT-ის მარაგები არც ისე დიდია, რადგან AMD ფასებს საშუალოდ ამცირებს მხოლოდ 30 და 50 აშშ დოლარით, შესაბამისად. ყველაზე პატარა ფასდაკლება - 10% შემოთავაზებულია RX 6400 მოდელზე, საშუალო დონის უმეტეს ბარათებზე კი წარმოდგენილია დაახლოებით 100 აშშ დოლარიანი ფასდაკლებები. ფლაგმანურ მოდელებს რაც შეეხება, AMD-მ გამოაცხადა 300 აშშ დოლარიანი ფასდაკლება RX 6900 XT-ზე, ხოლო RX 6950 XT დაფის სარეკომენდაციო ფასი 150 აშშ დოლარით შემცირდა. რაც შეეხება წარმადობა/ვატი-ს შეფარდებას, RX 6900 XT ამჟამად NVIDIA RTX 3080 Ti-ს მეტად საუკეთესო ალტერნატივად გვევლინება. NVIDIA-ს ხსენებული ვიდეო ბარათი ამჟამად 899 აშშ დოლარად იყიდება. 

რაც უფრო ახლოვდება Radeon RX 7000-ის გამოშვება, საცალო მოვაჭრეები, სავარაუდოდ, ასევე შემოგვთავაზებენ საკუთარ სპეციალურ ფასდაკლებებს, ხოლო RDNA 2-ის ფასები დაიკლებს RDNA 3-ის გამოშვებასთან ერთად. RX 6900 XT ამჟამად შესანიშნავი არჩევანია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ AMD-ის მომდევნო თაობის საშუალო დონის გრაფიკული პროცესორების ფასი დაახლოებით მსგავსი იქნება და შესაძლოა აღემატებოდეს კიდეც უფრო დაბალფასიან ფლაგმანურ ვიდეო დაფებსაც. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ RDNA 3 თაობის საშუალო კლასი შესაძლოა ფლაგმანებთან ერთად არ გამოვიდეს მიმდინარე წლის ნოემბერში. 

 

წყარო: https://tinyurl.com/h68bnpaa