iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

OnePlus Nord 2T იქნება პირველი სმარტფონი პროცესორ Dimensity 1300-ით

OnePlus Nord 2T იქნება პირველი სმარტფონი პროცესორ Dimensity 1300-ით

თარიღი: 19/05/2022

პარტნიორი: Overclockers GE

OnePlus-ს ჯერ არ დაუანონსებია სმარტფონი Nord 2T, მაგრამ სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება მის შესახებ. ამ მოდელის ანონსი დაგეგმილია 19 მაისისთვის. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ მოწყობილობა იმუშავებს პროცესორზე MediaTek Dimensity 1300. 

სისტემა ჩიპ Dimensity 1300-ზე წარდგენილი იქნება რამდენიმე კვირის წინ. თუკი იგი OnePlus Nord 2T სმარტფონის შემადგენლობაში შევა, იგი გახდება პირველი სმარტფონი ხსენებული პროცესორით. 

Dimensity 1300-ს აქვს გარკვეული გაუმჯობესებები შედარებით ძველ Dimensity 1200-თან შედარებით.  ორივე მათგანში გამოყენებულია 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი. ახალ ჩიპს აქვს ოთხი ბირთვი Cortex A-78, ოთხი ბირთვი A55 და გრაფიკული პროცესორი Mali-G77 MC9. წარმოებას ახორციელებს TSMC-ის ქარხანა. 

ამ დრომდე უკვე ვრცელდებოდა ცნობა, რომ Nord 2T-ს ექნება 80 ვატი სიმძლავრის SuperVOOC დამუხტვა, ბატარეის მოცულობა კი შეადგენს 4500 მა/სთ-ს. დეველოპერები ამტკიცებენ, რომ სრული დამუხტვისთვის მხოლოდ 15 წუთია საჭირო.  

ჯერჯერობით უცნობი რჩება კამერების და სხვა კომპონენტების მახასიათებლები. 

სავარაუდოდ, ძირითადი კამერა იქნება 50 მეგაპიქსელი გაფართოებით და ფლაგმანური დონის შესაძლებლობებით. ასევე წარმოდგენილი იქნება სუპერფართოკუთხიანი 8-მეგაპიქსელიანი კამერა, 2-მეგაპიქსელიანი მაკრო სენსორი, ასევე 32-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. სავარაუდოდ, მოწყობილობას ექნება 6.43-დუიმიანი FHD+ ეკრანი 90 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. სმარტფონის ფასი და გაყიდვის დაწყების თარიღი ანონსის დროს გამოცხადდება. 

 

წყარო: Overclockers GE