iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Samsung იწყებს ახალი დრეკადი სმარტფონებისთვის განკუთვნილი კომპონენტების ინდუსტრიულ წარმოებას

Samsung იწყებს ახალი დრეკადი სმარტფონებისთვის განკუთვნილი კომპონენტების ინდუსტრიულ წარმოებას

თარიღი: 19/05/2022

პარტნიორი: Overclockers GE

კომპანია Samsung-ს კვლავ სჯერა დრეკადი სმარტფონების ნათელი მომავლის და უახლოეს თვეებში გეგმავს წარადგინოს ახალი მოდელები Galaxy Z Fold 4 და Galaxy Z Flip 4. ამ მოვლენის მოლოდინში უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია გამოჩნდა ამ მოწყობილობების შესახებ. მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ Samsung-მა ამ სმარტფონებისთვის კომპონენტების მასობრივი წარმოება დაიწყო. 

მიმდინარე წელს Samsung აპირებს მაღაზიების თაროებზე გაიტანოს ახალი თაობის დრეკადი სმარტფონების 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი. Galaxy Z Flip 3-თან შედარებით მოდელ Galaxy Z Fold 3-ის პოპულარობის გათვალისწინებით ახალი Galaxy Z Fold 4-ის წარმოების მოცულობამ შესაძლოა შეადგინოს ამ ორი მოწყობილობის დაახლოებით 70%. 

თუ გეგმების რეალიზაცია წლის ბოლომდე მოხდება, ეს იქნება მნიშვნელოვანი მოვლენა - გამოშვებული სმარტფონების 1% პირველად იქნება შედგენილი დრეკადი სმარტფონებით. 

მიუხედავად იმისა, რომ დრეკადი სმარტფონები კვლავ უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი სმარტფონები, მოსალოდნელია, რომ მათი ფასი შემცირდება უახლოეს წლებში შეთავაზების მოცულობის გაზრდის გამო. ეს უფრო მეტ მყიდველს მიიზიდავს მათკენ და დრეკადი სმარტფონების წილის ზრდა გაგრძელდება, წერს Gizmochina. 

 

წყარო: Overclockers GE