iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

ბირჟა FTX-ის ხელმძღვანელს არ სჯერა Bitcoin-ის, როგორც გადახდის საშუალების მომავლის

ბირჟა FTX-ის ხელმძღვანელს არ სჯერა Bitcoin-ის, როგორც გადახდის საშუალების მომავლის

თარიღი: 19/05/2022

პარტნიორი: Overclockers GE

კრიპტო მილიარდერმა, კრიპტო ბირჟა FTX-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა სემ ბენკმან-ფრიდმა გამოხატა აზრი, რომ Bitcoin-ს, როგორც ანგარიშსწორების საშუალებას, მომავალი არ აქვს. მილიარდერმა გააკრიტიკა Bitcoin-ის ტრანზაქციის შემოწმების სისტემა ეკოლოგიაზე მაღალი დატვირთვისა და არაეფეტურობის გამო. იგი მიიჩნევს, რომ ქსელს არ შეუძლია წამში მილიონი ტრანზაქციის დამუშავება. ამასთან, იგი აცხადებს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ Bitcoin-ების გადატანა მეორე დონის გადახდის პროტოკოლებზე, როგორიცაა Lightning. proof-of-stake ალგორითმის მქონე ქსელებს ამ პრობლემების გადაჭრა შეუძლიათ.  

თუმცა, წილის დამადასტურებელ ალგორითმზე Bitcoin-ის გადატანა რთული ამოცანა იქნება. Ethereum-ის დეველოპერები უკვე რამდენიმე წელია გეგმავენ ასეთ გადასვლას და ვადები მუდმივად ჭიანურდება. 

მიუხედავად იმისა, რომ ბენკმან-ფრიდს არ სჯერა Bitcoin-ის, როგორც საგადახდო ვალუტის, იგი მასში ხედავს ოქროს მსგავსად აქტივის, სასაქონლო და დაგროვების საშუალების პოტენციალს. 

გასულ კვირას კრიპტო ბაზარმა დიდი ვარდნა განიცადა Stablecoin Terra-ს კრახის შემდეგ. Bitcoin-ის ფასი ოდნავ გაიზარდა მინიმალური ღირებულებიდან, მაგრამ ღირს ორჯერ ნაკლები ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით, წერს Techspot. 

 

წყარო: Overclockers GE