iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ხელისუფლება შეიმუშავებს მექანიზმს სუბსიდიების კოორდინაციისთვის ნახევრადგამტარი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ხელისუფლება შეიმუშავებს მექანიზმს სუბსიდიების კოორდინაციისთვის ნახევრადგამტარი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

თარიღი: 18/05/2022

პარტნიორი: Overclockers GE

ჯერ კიდევ გასულ წელს ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები ერთმანეთს შეხვდნენ პიტსბურგში, რათა განეხილათ თანამშრომლობა ნახევრადგამტარი კომპონენტების დეფიციტის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, რაც იმ დროისთვის მკვეთრად იგრძნობოდა საავტომობილო სეგმენტში. მიმდინარე კვირაში მოლაპარაკების მხარეები მზად არიან ჩამოაყალიბონ მიდგომა ინფორმაციის გაცვლისა და სუბსიდიების კოორდინაციისთვის ნახევარგამტარი ინდუსტრიის მხარდასაჭერად. 

Reuters-ის ცნობით შესაბამის განცხადებებს ვაჭრობისა და ტექნოლოგიების საბჭოს (TTC) წარმომადგენლები გააკეთებენ, რომელშიც შედიან ოფიციალური პირები როგორც აშშ-დან, ასევე ევროპიდან. ორი რეგიონის ხელისუფლებას სურს კოორდინაცია გაუწიოს ნახევრადგამტარი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას, რათა თავიდან იქნას აცილებული თანხების არაეფექტური ხარჯვა, ასევე აღმოიფხვრას „სუბსიდიებისთვის შეჯიბრი“ მათი მიღების მსურველ კომპანიებს შორის. 

ზემოთხსენებული სამთავრობოთაშორისი ორგანო კოორდინაციას გაუწევს აშშ-ისა და ევროკავშირის ხელისუფლების ქმედებებს სხვა სფეროებში, დაწყებული ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ - დამთავრებული ამ იურისდიქციებში მსხვილი კორპორაციების საქმიანობის რეგულირების წესების დადგენით. შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა შეიმუშავეს (ან აპირებენ შეიმუშავონ) ცალკეული პროგრამები ჩიპების ადგილობრივი წარმოების განვითარების სუბსიდირების მიზნით. ამერიკის ხელისუფლება აპირებს 52 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფას შესაბამისი საჭიროებისთვის, ევროკავშირის ხელისუფლებამ კი მსგავსი მიზნებისთვის 43 მლრდ ევრო გამოყო. 

 

წყარო: Overclockers GE