iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

IBM სუპერკომპიუტერების სიმძლავრეს კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართავს

IBM სუპერკომპიუტერების სიმძლავრეს კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართავს

თარიღი: 24/03/2020

პარტნიორი: Overclockers GE

კომპანია IBM-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ შექმნა COVID-19 High Performance Computing Consortium -  სამეცნიერო ლაბორატორიებისა და სუპერკომპიუტერების ცენტრების ალიანსი. იგი გამოიყენებს მსოფლიოს ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე სუპერკომპიუტერები გამომთვლელ სიმძლავრეს კორონავირუსის წინააღმდეგ ძიებისა და მოდელირებისთვის. IBM-მა უკვე გამოიყენა სუპერკომპიუტერი Summit, რათა განესაზღვრა 77 ყველაზე პერსპექტიული კავშირი, რომლებიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინ შექმნას.  

ამჯერად მთელი მსოფლიოს მეცნიერებს შეუძლიათ გამოიყენონ სუპერკომპიუტერების თავისუფალი რესურსი პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის პროგნოზირებისთვის, მკურნალობის მეთოდის შემუშავებისა და ვაქცინის შექმნისთვის. მათ განკარგულებაში იქნება 16 სუპერკომპიუტერული სისტემა, რომელა საერთო წარმადობის დონე 330 ტერაფლოპსი იქნება, 775 აასი ცენტრალური პროცესორითა და 34 ათასი გრაფიკული პროცესორით. 

 

წყარო: Overclockers GE