თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
დამატებითი კითხვებისთვის, მოგვმართეთ: info@el.ge
თუ ხარ დარეგისტრირებული, გაიარე ავტორიზაცია
დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ: info@el.ge
თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ facebook
Microsoft 365 ავტორიზაცია
ოფიციალური ცნობა: გამოფენა E3 2020 გადაიდო
თარიღი: 12/03/2020
პარტნიორი: Overclockers GE
Entertainment Software Association-მა მიმდინარე წელს გავრცელებული ვირუსის გამო გადადო გამოფენა Electronic Entertainment Expo. ღონისძიება უნდა გამართულიყო 9-11 ივნისს ლოს-ანჯელესში.
ESA-ს განცხადება:
„ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში მოქმედ ჩვენს წევრ კომპანიებთან, ჩვენს თაყვანისმცემლებთან, თანამშრომლებთან და პარტნიორებთან გულმოდგინე კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება E3 2020-ის გადადების შესახებ“.
„COVID-19-თან დაკავშირებული მზარდი შეშფოთების გამო ჩავთვალეთ, რომ ეს იქნება საუკეთესო მეთოდი ასეთ გლობალურ უპრეცედენტო ვითარებაში მოქმედებისთვის“ - განაცხადეს ESA-ში. - ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ვერ შევძლებთ ამ ღონისძიების ჩატარებას, თუმცა ვიცით, რომ ეს გახლავთ სწორი გადაწყვეტილება იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც დღესდღეობით ვფლობთ“.
ამჟამად Entertainment Software Association გამოფენის მონაწილეებთან ერთად განიხილავს გამოფენის ონლაინ-ტრანსლაციის კოორდინირების ვარიანტებს, რათა მოხდეს სიახლეების დემონსტრირება 2020 წლის ივნისისთვის.
წყარო: Overclockers GE