iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

TSMC-მ დაიწყო 3-ნანომეტრიანი პროდუქციის საგამოცდო წარმოება

TSMC-მ დაიწყო 3-ნანომეტრიანი პროდუქციის საგამოცდო წარმოება

თარიღი: 03/12/2021

პარტნიორი: Overclockers GE

გამომცემლობა Tech Taiwan-მა საზოგადოებას შეახსენა, რომ TSMC-ის 3-ნანომეტრიანი პროდუქციის წარმოება მომდევნო წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება, მისი პირველი მომხმარებლები იქნებიან Apple, Intel, AMD და Qualcomm. მანამდე კი ტაივანურმა გიგანტმა აითვისა 3-ნანომეტრიანი ჩიპების სატესტო წარმოება, რაც შესაძლებელს ხდის 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის დაგეგმილი განვითარების გრაფიკის დაცვას. 

ამავდროულად, TSMC-ის წარმომადგენლები განმარტავენრომ კომპანიის მიერ ერთ ფართობზე განსხვავებული კრისტალების სივრცითი განლაგების ტექნოლოგიების თანმხლები განვითარება მოითხოვს სერიოზულ ძალისხმევას როგორც ტექნოლოგიურასევე ფინანსურ კუთხითკომპანიის წინაშე დგას ამოცანა ერთდროულად გაზარდოს კონტაქტების განლაგების სიმკვრივე ისეთ შემთხვევაში, როდესაც ერთ პროდუქტში გაერთიანებულია განსხვავებული კრისტალები და ამავე დროს გაზარდოს ინტეგრირებული პროდუქტის მაქსიმალური ფართობი. AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა სუმ ახლახანს კონფერენცია Credit Suisse-ზე ხაზგასმით აღნიშნარომ მულტიჩიპური განლაგების გამოყენება ახლა ერთადერთი გზაა გამომთვლელი ტექნიკის წარმადობის ზრდის ტემპის შესანარჩუნებლადროგორც ჩანს, TSMC სოლიდარულია ამ მომხმარებელთან. 

 

წყარო: Overclockers GE