iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

გამოკითხვა: ტრანსსასაზღვრო კომპანიების 58 % კრიპტოვალუტას იყენებს

გამოკითხვა: ტრანსსასაზღვრო კომპანიების 58 % კრიპტოვალუტას იყენებს

თარიღი: 03/12/2021

პარტნიორი: Overclockers GE

საერთაშორისო კომპანიების ნახევარზე მეტი იყენებს მინიმუმ ერთ კრიპტოვალუტას თავის საქმიანობაშიამავდროულად, Bitcoin ყველაზე პოპულარული მონეტაა მათ შორისრომელთა წლიური ბრუნვა 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. 

ახალი ამბების აგრეგატორ PYMNTS-ის მიერ 250 ტრანსსასაზღვრო კომპანიისა და 250 ფინანსური ინსტიტუტის აღმასრულებლებს შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად გამოკითხულთა 57.6% იყენებს მინიმუმ ერთ კრიპტოვალუტას საერთაშორისო გადარიცხვებისთვის. 250 კომპანიიდან 31.2%-მა უპირატესობა მიანიჭა Bitcoin-ს, 28.8%-მა - Stablecoin-ებს და 24%-მა - Ethereum-ს. 

ფინანსური ინსტიტუტების 61.4%-ს ესმის მომხმარებლებისთვის ციფრულ აქტივებზე წვდომის უზრუნველყოფის მნიშვნელობა. თუმცა, მხოლოდ 10% არის მზად, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ მათ ტიპს. 

ფინანსური ინსტიტუტების 90% არ უზრუნველყოფს კრიპტოვალუტაზე წვდომას. ამასთან, რესპონდენტთა 48% მნიშვნელოვანად მიიჩნევს ამ ტიპის გადახდების მხარდასაჭერად საკანონმდებლო ნორმების შექმნას. 

ტრანსსასაზღვრო საწარმოების 56% იყენებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას თავის საქმიანობაში. სმარტ კონტრაქტები რჩება 42%-ის გამოყენების ძირითად შემთხვევად. 

„კრიპტოვალუტების მიღებაში მთავარი როლი შეასრულა ტრანზაქციის ხარჯების შემცირებამ და გადარიცხვების გამარტივებულმა პროცედურებმა ტრადიციულ ანალოგებთან შედარებით“, - აღნიშნულია კვლევაში. 

რესპონდენტების 31% ბლოკჩეინის დანერგვისთვის ბარიერად მიიჩნევს ტექნოლოგიის დაუდასტურებელ რენტაბელობას, 29% კი ფთხილობს მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. 

 

წყარო: Overclockers GE