iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო: FATF-ის წესები შეესაბამება FinCEN-ის რეგულაციებს კრიპტოვალუტების რეგულირების შესახებ

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო: FATF-ის წესები შეესაბამება FinCEN-ის რეგულაციებს კრიპტოვალუტების რეგულირების შესახებ

თარიღი: 02/12/2021

პარტნიორი: Overclockers GE

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა სენატორის პეტ ტუმის თხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ FATF-ის წესები შეესაბამება FinCEN-ის რეგულაციებს კრიპტო ინდუსტრიასთან დაკავშირებით და წარმოადგენს მხოლოდ რეკომენდაციებს. 

„კარგი სიახლე: იელენი აცხადებს, რომ FATF-ის ცოტა ხნის წინანდელი სახელმძღვანელო მითითებები კრიპტოვალუტებთან მიმართებაში FinCEN-ის წესებს ეთანხმება. ანუ, ისინი არ ვრცელდება „აპარატული საფულეების დეველოპერებზე, არაკასტოდიალური საფულეების პროვაიდერებზე, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებსა და მაინერებზე“ - მათზე, ვინც საკუთარ თავზე არ იღებს ფულის შენახვას“ - განაცხადა Coin Center-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერი ბრიტომ დოკუმენტის შესახებ. 

„იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ სახელმძღვანელო მითითებები - მხოლოდ სახელმძღვანელო მითითებებია და მათი შესრულება აუცილებლობას არ წარმოადგენს“ - აცხადებს ბრიტო. 

Coin Center, ინდუსტრიის ინტერესების დაცვის ჯგუფი, FinCEN-ის კრიპტო ტრანზაქციების რეგულირების ნორმას, მათ შორის ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების საწინააღმდეგო რეგულაციების გამკაცრების გეგმებს, მიიჩნევდა, როგორც საფრთხეს. ცვლილებები გულისხმობს პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ტრანზაქციებში მონაწილე მხარეებისა და კრიპტო კომპანიების მომხმარებლების ტრანზაქციების შესახებ. 

FATF-მა კრიპტოვალუტის ინდუსტრიის სახელმძღვანელო მითითებების შესწორებული და შესწორებული ვერსია ოქტომბერში გამოაქვეყნა. 

 

წყარო: Overclockers GE