iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

რეკომენდაცია მშობლებს

რეკომენდაცია მშობლებს

თარიღი: 28/04/2020

პარტნიორი: ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA) თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა (BIST)

ამ წერილში ბრიტანულ-ქართული აკადემიის მმართველმა გუნდმა შეაჯამა მსოფლიოს სხვადასხვა პრაქტიკა, რჩევები და რესურსები, რომლებიც შესაძლოა მშობლებს დაეხმაროთ  COVID-19 ვირუსით გამოწვეულ გამოწვევებთან გამკლავებაში. გამოიკვეთა ძირითადი საკითხები:

  1. კომუნიკაცია
  2. რუტინა
  3. შემოქმედებითობა
კომუნიკაცია

მრავალ სტატიაშია განხილული სიმშვიდის შენარჩუნებისა და ბავშვთან გულწრფელად, თავდაჯერებულად საუბრის მნიშვნელობა. უფროსების ქცევას ბავშვები ძალიან ხშირად იმეორებენ, შესაბამისად, უნდა ვეცადოთ, გამოვიყენოთ პოზიტიური სასაუბრო ენა, გამოვხატოთ მხარდაჭერა და გავამხნევოთ ერთმანეთი. რეკომენდაციების მიხედვით, პირველ რიგში, ბავშვს უნდა ვკითხოთ, რა იცის ვირუსის შესახებ და უბრალოდ მოვუსმინოთ. იმის მოსმენა, თუ რა იცის თქვენმა ბავშვმა და თითოეული საკითხის მასთან ერთად დეტალურად განხილვა, აჩვენებს მას, რომ თქვენ პასუხობთ მის საჭიროებებს და რეაგირებთ მის ემოციებზე. იმ შემთხვევაში, თუ დისკუსიას უფროსი წარმართავს, უფროსმა შესაძლოა ბევრად მეტი რამ თქვას, ვიდრე საჭიროა და ბავშვი დამატებით აანერვიულოს. ჯერ მოუსმინეთ ბავშვს და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხეთ. გთხოვთ უპასუხეთ ფაქტებით, რომლებიც სანდრო წყაროებზეა დაფუძნებული,

მაგალითად, ინფორმაციით, რომელიც მოცემულია WHO-სა და UN-ის ვებ-გვერდებზე. როგორც ვიცით, ვირუსი სწრაფად გადამდებია, თუმცა ჰიგიენა და დროებითი იზოლაცია ინფექციის გავრცელებას ამცირებს. შესაძლოა, ბავშვები განიცდიდნენ, რომ სახლში დარჩენა უწევთ და თავიანთ მეგობრებს ვერ ნახულობენ, მაგრამ უნდა ავუხსნათ მათ, რომ სოციალური დისტანცირება მსოფლიოს გამოჯანმრთელების აუცილებელი ნაწილია. სოციალურ პასუხისმგებლობაზე ფოკუსირებით თქვენი ბავშვი გააცნობიერებს, თუ რა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საკუთარი თავისა და სხვების დაცვისთვის. გთხოვთ კარგად გააცნობიეროთ, რა გავლენა აქვს მედიას და გაზვიადებულ ინფორმაციას თქვენს ბავშვზე. სიახლეებს ერთად უყურეთ, შემდეგ კი განიხილეთ გადაცემის შინაარსი. ამ სიტუაციაში უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ მათ აქტიურობას სოციალურ მედიაში და დარწმუნდით, რომ მცდარ ინფორმაციასთან არ აქვთ წვდომა. საქართველოს მთავრობა არაჩვეულებრივად გვაწვდის დამამშვიდებელ რჩევებსა და განახლებულ ინფორმაციას. გვახსენებს, რომ საკვების მარაგი არ ამოიწურება, რომ პრევენციული ღონისძიებები ტარდება და რომ საქართველოში გამოჯანმრთელების სტატისტიკა დამაიმედებელია. მთავრობა ასევე გვახსენებს, რომ დავეხმაროთ ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს (70 წლის ზევით ადამიანებსა და იმუნოდეფიციტის მქონე მოქალაქეებს). სახლში ოჯახთან ერთად ყოფნა არ იქნება ადვილი! სავარაუდოდ, გაიზრდება კონფლიქტები დედმამიშვილებს შორის, უსიამოვნო საუბრები და კამათი იმის შესახებ, თუ ვინ გამოიყენებს საზიარო სივრცეს, ნივთებს. მოთმინება და თვითრეფლექსია ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აწარმოეთ დღიური, მოუწოდეთ თქვენი ოჯახის სხვა წევრებს, საკუთარი ემოციების შესახებ დაწერონ ან დახატონ და მოგვიანებით გაუზიარონ ერთმანეთს, როცა ყველა დამშვიდდება. დაკავდით სარელაქსაციო აქტივობებით (მოუსმინეთ მუსიკას ყურსასმენებით, საკუთარ ოთახში წაიკითხეთ წიგნი და სხვ). რეკომენდებულია ონლაინ საუბრები მეგობრებთან, ოჯახური თამაშები, ოჯახის წევრებისა და მეგობრების რეგულარული მოკითხვა. იმ ტექნოლოგიების საშუალებით, რომლებიც გვაქვს, დღის განმავლობაში ვირტუალურად მაინც შეგვიძლია სახლიდან გასვლა.

რუტინა

რუტინის არსებობა უმნიშვნელოვანესია როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე უფროსებისთვის. საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბრიტანულ-ქართული აკადემია ურჩევს მოსწავლეებს სასკოლო რუტინა, მათ შორის შესაბამისი ძილის რეჟიმი, შეინარჩუნონ. ასევე ვურჩევთ მოსწავლეებს, დავალებები დღის განმავლობაში შეასრულონ.  გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზმის იმუნიტეტი ასაკის შესაბამისი ძილის რეჟიმის დაცვით, დაბალანსებული კვებით და რეგულარული ვარჯიშით ძლიერდება. გირჩევთ შემდეგს:

  • დაეხმარეთ თქვენს ბავშვს კვირის განმავლობაში მოცემული დავალებების პრიორიტეტებად დალაგებაში მათი ბოლო ვადების მიხედვით და თითოეული კვირისათვის შეადგინეთ გეგმა.
  • ეცადეთ, სკოლის დავალებები 09:00-დან 16:00 საათამდე შეასრულოს.
  • დარწმუნდით, რომ მეცადინეობის დროს იცავთ კომპიუტერთან გატარებულ დროსა და მის გარეშე

გატარებულ დროებს შორის ბალანსს. თუ აღმოაჩენთ, რომ ბევრი დავალებაა, რომლის შესასრულებლადაც კომპიუტერთან ჯდომაა საჭირო, თავად დაყავით დღე ისე, რომ ჩანიშნოთ ვარჯიშის სესია, სარელაქსაციო და სახალისო აქტივობები.

  • დაგეგმეთ ოჯახური ღონისძიებები საღამოობით ან შაბათ-კვირას. მათ შორის ფილმების დღე, მაგიდის თამაშები, სახალისო ქვიზები, ინტერვიუები, ერთობლივად კითხვა და სხვ.
შემოქმედებითობა

ეფექტური კომუნიკაციისა და რუტინის ჩამოყალიბება ამ რთულ სიტუაციაში განსაკუთრებულ შემოქმედებითობას მოითხოვს. ზუსტად ისევე, როგორც მასწავლებლები იჩენენ კრეატიულობას გაკვეთილების დაგეგმვისას, შესაძლოა, მშობლებსაც მოუწიოთ შემოქმედებითად მიუდგნენ რუტინის ჩამოყალიბებას, რათა შეინარჩუნონ ბავშვების აქტიურობა, ჩართულობა და იმის უზრუნველყოფა, რომ ისინი დროს კარგად ატარებენ.

არ დაგვავიწდეს, რომ სახალისო აქტივობები და ოჯახთან ერთად გატარებული დამატებითი დრო ძალიან შთამბეჭდავია ბავშვებისათვის. მსოფლიოში ძალიან ბევრი მშობელი იყენებს ამ პერიოდს იმისათვის, რომ საკუთარ ბავშვებს ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარები განუვითაროს, მაგალითად, ასწავლოს საკვების მომზადება ან სხვა პრაქტიკული საქმიანობა. თუ მშობელი ხართ, რომელიც სახლიდან მუშაობს, შეიძლება, რომ ერთი დღე თქვენი ბავშვი თქვენი ასისტენტი იყოს?

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე აქტივობა, რომელიც ჩვენ მოვიძიეთ. ისინი შეგიძლიათ ყოველკვირეულ განრიგში გამოიყენოთ:

https://www.headspace.com/covid-19 - მედიტაციის უფასო სავარჯიშობები (შეგიძლიათ ეს ყოველდღიურ აქტივობადაც აქციოთ).

https://www.huffpost.com/entry/the-science-behind-why-na_b_7174164 - როგორ გამოვხატოთ და რა სახელი დავარქვათ საკუთარ ემოციებს (ოჯახური დისკუსიებისათვის განსაკუთრებით გამოგადგებათ).

https://www.cnbc.com/2020/03/19/coronavirus-pass-the-time-in-self-isolation-with-virtual-museum-tours.html - ვირტუალური მუზეუმები და კონცერტები. 

http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=60 - ვირტუალური ტური სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში.

https://watch.nba.com/packages?cid=leaguepass_institutional_watch30_alertbar&_branch_match_id=695299717414970544 - კალათბურთის მოყვარულებს NBA სთავაზობს წლევანდელი წლის ყველა თამაშის უფასოდ ნახვის საშუალებას.

https://www.fifa.com/worldcup/news/fifa-opens-video-archive-to-bring-football-home - გვთავაზობს წვდომას მსოფლიო თასის თამაშებზე.

https://www.youtube.com/watch?v=EEIk7gwjgIM - ISS კოსმოსური კამერა დედამიწის გარშემო ტრიალებს ყოველ 90 წუთში.

https://www.youtube.com/watch?v=L_A_HjHZxfI – ოჯახური ვარჯიშები.

https://www.youtube.com/user/CosmicKidsYoga - იოგა ბავშვებისათვის.

https://www.youtube.com/user/XFitDaily - ვარჯიშები თინეიჯერებისა და უფროსებისათვის.

-------------

გამოყენებული ლიტერატურა

ქვემოთ მოცემულია 8 წყარო, რომელიც გამოვიყენეთ კომუნიკაციის, რუტინისა და კრეატიული აქტივობების

შესახებ თქვენთვის რეკომენდაციების მოსაცემად:

  1. https://news.un.org/en/story/2020/03/1059622
  2. https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/mental-health-considerations.pdf?sfvrsn=6d3578af_2
  3. https://www.nasponline.org/resources-and-publications/resources-and-podcasts/school-climate-safety-and-crisis/health-crisis-resources/talking-to-children-about-covid-19-(coronavirus)-a-parent-resource
  4. https://kidshealth.org/en/parents/coronavirus-how-talk-child.html
  5. https://edition.cnn.com/2020/03/16/opinions/telling-my-kids-about-coronavirus-bolduan/index.html
  6. https://www.theguardian.com/world/2020/mar/13/the-family-lockdown-guide-how-to-emotionally-prepare-for-coronavirus-quarantine
  7. https://childmind.org/coping-during-covid-19-resources-for-parents/
  8. https://www.thelocal.it/20200318/ten-top-tips-for-keeping-kids-entertained