iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

სახალისო და პრაქტიკული დავალებები

სახალისო და პრაქტიკული დავალებები

თარიღი: 28/04/2020

პარტნიორი: ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA) თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა (BIST)

წარმოგიდგენთ საინტერესო აქტივობებს, რომლებიც სკოლაში დროებით შეჩერებული საგანმანათლებლო პროცესის მსვლელობისას ცოდნის კონსოლიდირებაში დაგეხმარებათ.

Here is a series of activities that students can do that are fun and will consolidate learning at any point in the school closure period.

 

Age Group / ასაკობრივი ჯგუფი

Activity (English) 

Activity (Georgian) / აქტივობები

Time (approx.) / სავარაუდო დრო

All ages / ყველა ასაკის მოსწავლეები სთვის

 

Create an art project​ with a cultural theme.​  Explain how the piece of art you create relates to the culture of the region of people you have chosen to depict. You can write the explanation in English or Georgian. There are several ideas here for you to check out.​          

 

მოამზადეთ სახელოვნებო​ პროექტი ​ კულტურის თემაზე. ახსენით, როგორ მიემართება თქვენ მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუში იმ რეგიონისა თუ კულტურის წარმომადგენელთა ცხოვრებას, რომელიც ხსენებულ ნიმუშზე ასახეთ. შეგიძლიათ ეს გააკეთოთ როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. ა​ქ ​ რამდენიმე სავარაუდო იდეაა განხილული. 

1-3hrs / 1-3 საათი

Grades 5 –

12 / V-XII კლასის მოსწავლეები სთვის

 

My Georgia. Several empires have occupied Georgia throughout the centuries.  Find evidence on the internet (or from your own knowledge) of artifacts in Tbilisi (buildings, monuments etc.) or traditions they have left behind. Make a PowerPoint, a documentary or write a blog or article for a newspaper to show the pictures of the pieces identified to annotate and explain each slide identifying which empire they belong to and its significance or impact.

ჩემი საქართველო. საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ტერიტორია რამდენიმე იმპერიას ქონდა დაპყრობილი. ინტერნეტში (ან მეხსიერებიდან) მოიძიეთ ფაქტები და არტეფაქტები, რომლებიც ამ მოვლენებს ასახავენ ან სულაც იმპერიული ტრადიციები, რომლებიც დღემდე შემორჩა. მოამზადეთ PowerPoint-iს პრეზენტაცია, მოკლე დოკუმენტური ან ბლოგი/სტატია გაზეთისთვის, სადაც თავს მოუყრით და კომენტარს დაურთავთ თქვენს აღმოჩენებსა და ვიზუალურ მასალას; თითოეულ სლაიდზე მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ იმპერიას ეკუთვნის ესა თუ ის არტეფაქტი თუ ტრადიცია და რა გავლენა და ან მნიშვნელობა აქვთ მათ. 

2hrs / 2 საათი

All ages / ყველა ასაკის მოსწავლეები სთვის

Make a poster​   of a famous person from your​    home country or another country.  The poster may show the person themselves or contain clues as to their identity using pictures of their key features or key aspects that lead to their fame. 

მოამზადეთ ქართველი ან უცხოელი ცნობილი ადამიანის პოსტერი​. ​ პოსტერი უნდა შეიცავდეს მათი იდენტობის ამსახველ მინიშნებებსა და მინიშნებებს იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა მათი პოპულარობა.

2 hrs / 2 საათი

Grades 9 - 12

Watch this short documentary​. Assuming you have not read the book, what might a page of Anne’s diary look like?  Write a one-paged diary extract from the perspective of Anne Frank during her 2 years in isolation; remember to date the page showing if the entry was made at the beginning, middle or near the end of her time here.

უყურეთ ამ მოკლე დოკუმენტურს. თქვენი აზრით, როგორ გამოიყურება ერთი გვერდი ანა ფრანკის დღიურიდან? დაწერეთ დღიურის ერთგვერდიანი ნაწყვეტი ​ ანა ფრანკის 2 წლიანი იზოლაციის პერსპექტივიდან; არ დაგავიწყდეთ გვერდის დათარიღება - იმის წარმოჩენა, თუ რომელ პერიოდს განეკუთვნება ის.

1 hr / 1 საათი

Grades 5 – 12 / V-XII კლასები

How Georgia has changed from 1920 to​ 2020?  You can make a book with pictures, poster, slideshow, write an essay or prepare questions for a family member to record/video an interview. Think about homes, city life, politics, beliefs or any other changes you can think of or have found doing internet research or through interviewing​ an older member of​  your family.

როგორ შეიცვალა საქართველო 1920 ​        წლიდან 2020 წლამდე? შეგიძლიათ შექმნათ სურათების კოლაჟი, პოსტერი,სლაიდშოუ, დაწეროთ ესე ან მოამზადოთ კითხვები თქვენი ოჯახის წევრთან აუდიო/ვიდეო-ინტერვიუს ჩასაწერად. იფიქრეთ სახლებზე, ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე, რწმენათა სისტემებზე და სხვა ასპექტებზე, რომლებიც ინტერნეტში კვლევა-ძიებისა თუ ოჯახის უფროს წევრთან წარმართული ინტერვიუს​          ​ დროს გამოიკვეთა.

1-3hrs / 1-3 საათი

All ages / ყველა ასაკის მოსწავლეები სთვის

Write a gratitude letter.  This can be to a​    parent, a family member, a friend, a teacher or to the government.  What are you thankful for?

Explain why.

დაწერეთ მადლობის წერილი. ​ წერილი შეგიძლიათ მიუძღვნათ როგორც მშობლებს, ისე ოჯახის სხვა წევრებს, მეგობრებს, მასწავლებელსა და მთავრობას. ახსენით, რატომ ხართ მათი მადლობელი?

1 hr

All ages.

ყველა ასაკის მოსწავლეები სთვის

Science is everywhere!  Look around your​ home.  Make a list of the items (or draw pictures) that you can see that you would not have had, had scientific knowledge not evolved over the past 100 years.  Choose one (or more!) and write a short explanation (or draw a comic strip) of how very different your life would be without it.

მეცნიერება ​ ყველგანაა! მიმოიხედეთ თქვენს გარშემო. მოამზადეთ საგანთა სია (ან დახატეთ) რომლებიც თქვენს გარშემოა და მათი თქვენს თვალსაწიერში მოხვედრა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ბოლო 100 წლის განმავლობაში განვითარებული სამეცნიერო ცოდნა. აირჩიეთ ერთი ან რამდენიმე საგანი და მოკლედ ახსენით (შეგიძლიათ კომიქსიც მოამზადოთ), როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება მის გარეშე. 

1-2hrs / 1-2 საათი

All ages / ყველა ასაკის მოსწავლეები სთვის

Math and Me.  Look around your home, sketch​ or list 5 items that would not be possible without pure Mathematical knowledge. Which item is the most significant for you and why?

For example, my favourite pair of shoes.

Would they fit without math? 

მათემატიკა და მე. ​ მიმოიხედეთ თქვენს გარშემო და ამოარჩიეთ 5 საგანი, რომელიც მათემატიკური ცოდნის გარეშე ვერ იარსებებდა. რომელი მათგანია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ? მაგალითისთვის, ჩემი საყვარელი საგანი ფეხსაცმელებია. შესაძლებელია თუ არა მათი მორგება მათემატიკური ცოდნის გარეშე?

1-2hrs / 1-2 საათი

All ages / ყველა ასაკის მოსწავლეები სთვის 

Book Report.  Amazon has made many of​  their audiobooks free to listen to and these are available in 6 different languages (no Georgian, unfortunately).  Click the link, enjoy a story or​ biography and write a 500 word book report explaining the main themes, characters and any key messages from the book.  Would you recommend this book to others, why or why not?

წიგნის მიმოხილვა. ​ ამაზონზე უამრავი აუდიოწიგნია, რომლის მოსმენაც უფასოდ შეგიძლიათ და ისინი 6 სხვადასხვა ენაზეა მოცემული (სამწუხაროდ, მათ შორის ქართული არ გახლავთ). შედით ბმულზე, გადმოწერეთ მოთხრობა ან ბიოგრაფია და დაწერეთ 500 სიტყვის მოცულობის მიმოხილვა, სადაც ძირითად მოტივებს, პერსონაჟებსა და წიგნის საკვანძო პასაჟებს განიხილავთ. სხვას თუ ურჩევდით ამ წიგნს? რატომ? რატომ არა? 

1-4hrs / 1-4 საათი

All ages / ყველა ასაკის მოსწავლეები სთვის

Board Game creation!​  You can create a board game for all the family to enjoy.  This can be an adaptation of an existing game or something completely new!  Choose your favourite subject from school as the founding idea to create a game based on logic or a series of questions and use your artistic skills to create the board and any pieces you need; perhaps think about recycling items from your home. 

შექმენით სამაგიდო თამაში! ​ შეგძლიათ თამაშში თქვენი ოჯახის წევრებიც ჩართოთ. გაქვთ საშუალება, თამაში რომელიმე არსებული სამაგიდო თამაშის მოდელზე ააწყოთ, ან სრულიად ორიგინალური ვერსია შექმნათ! თემად თქვენი საყვარელი საგანი აიღეთ და თამაში ლოგიკისა და კითხვების სერიების მიხედვით ააწყვეთ. პროცესში თქვენი კრეატიული უნარებიც ჩართეთ. ფიგურებისა და დაფის ასაწყობად შეგიძლიათ სახლში არსებული მასალები და საგნები გამოიყენოთ. 

2-4hrs / 2-4 საათი

All ages / ყველა ასაკის მოსწავლეები სთვის

Quiz Heads!​ If your family enjoys quizzes, create a quiz with a series of multiple rounds demonstrating your knowledge from a range of subject areas and your general knowledge.

 

ქვიზები! შექმენით​ რამდენიმე რაუნდისგან შემდგარი ქვიზი, სადაც ზოგადი განათლებისა და სხვადასხვა თემატიკის ცოდნის დემონსტრირებასაც მოახდენთ.

1-3hrs / 1-3 საათი

All ages / ყველა ასაკის მოსწავლეები სთვის

Document your day.  This task can be​      extended over a week or two weeks and is a reflection activity.  Use voice or video recordings, pictures, write a book with illustrations or a short essay that you will be able to look back on in the future.  This is a unique opportunity to create your own​  history!​

აღწერეთ თქვენი ყოველდღიურობა. ​ ეს დავალება რეფლექსიური აქტივობაა და იგი 1 ან სულაც 2 კვირის განმავლობაში შეგიძლიათ შეასრულოთ.

გამოიყენეთ ხმის ჩამწერი ან ვიდეო-ტექნოლოგია, სურათები, შექმენით ილუსტრაციები ან დაწერეთ მოკლე ესე, რომელსაც მომავალში კიდევ ერთხელ გადაავლებთ თვალს. ეს თქვენი​           საკუთარი ისტორიის ​ შექმნის უნიკალური შესაძლებლობაა.

1-4hrs / 1-4 საათი

All ages / ყველა ასაკის მოსწავლეები სთვის

Be the teacher!​  Create a lesson for another member of your family.  This can be based on any existing school subject or perhaps you want to teach someone else about your favourite pop singer, movie star or about where cookies originated from!  Use your imagination and creativity.  Begin with a short introduction, give some information and create a task/activity and make a test that your student/s can complete to show they have gathered knowledge and understanding of your content.

იყავი მასწავლებელი! შექმენი​              გაკვეთილი ოჯახის სხვა წევრებისთვის. გაკვეთილი შეიძლება ეფუძნებოდეს სკოლის რომელიმე საგანს; ინფორმაციას თქვენი საყვარელი პოპ-მომღერლის, კინოვარსკვლავის შესახებ ან სულაც ისტორიას ნაცხვრების წარმოშობაზე! ჩართეთ წარმოსახვა და კრეატიული უნარები. დაიწყეთ მოკლე შესავლით, გადმოეცით ინფორმაცია და შექმენით დავალება/აქტივობა, რომელიც მოსწავლე(ებ)ს ცოდნის შეძენასა და გადმოცემული მასალის უკეთ აღქმაში დაეხმარება. 

1-2hrs / 1-2 საათი

All ages / ყველა ასაკის მოსწავლეები სთვის

Read a book.  This is a simple and effective​ way to take a break from the screen or digital devices.  Can you set yourself a target to read a short story per day or a longer book per week?  If you have a family member who would enjoy the story, read aloud to them.

წაიკითხეთ წიგნი. ​ ეს მარტივი და ეფექტური გზაა, მოსცილდეთ ეკრანებსა და სხვა ციფრულ ტექნოლოგიებს. შეგიძლიათ დაისახოთ მიზანი და ერთ კვირაში წაიკითხოთ მოთხრობა, ან სულაც წიგნი? თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს წაკითხულის მოსმენა უყვარს, წაუკითხეთ ტექსტი ხმამაღლა! 

Unlimited!

დრო შეზღუდული არ არის!

All ages  / ყველა ასაკის მოსწავლეები სთვის

Write a Poem. This activity will help you think​  about vocabulary and using the words you know to convey your thoughts, feelings and emotions about a particular theme or topic.  If you have no place to start, ask a member of your family to think of the first thing that comes to mind and use this as your stimulus!  You can illustrate your poem afterwards.

დაწერეთ ლექსი. ​ ეს აქტივობა ლექსიკონის გამდიდრებასა და აზრების, განცდებისა და ემოციების  სიტყვებად გადმოცემაში დაგეხმარებათ. თუ დაწყება გიჭირთ, ჰკითხეთ, რაზე ფიქრობს თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი და ეს თემა გამოიყენეთ სტიმულად! მოგვიანებით შეგიძლიათ ლექსი ილუსტრაციებითაც გაამდიდროთ. 

1-2hrs / 1-2 საათი

All ages / ყველა ასაკის მოსწავლეები სთვის

Photography.  Think of a famous artwork or​ perhaps use the photograph on the front of a magazine you have at home (or book cover). Using items you have at home and volunteer family member/s (as the model or photographer!) recreate your chosen image.
For some examples check here.

ფოტოგრაფია. ​ გაიხსენეთ ცნობილი ტილო ან სულაც გამოიყენეთ ფოტომასალა, რომელიც ჟურნალისა თუ წიგნის ყდებზეა მოცემული. ოჯახის წევრების მოხალისეობრივი თანამონაწილეობითა და სახლში არსებული რესურსებით გააცოცხლეთ თქვენ მიერ შერჩეული სურათი. აქ​​ ხსენებული აქტივობის რამდენიმე სასარგებლო მაგალითს მოიძიებთ.

1-2hrs

All ages / ყველა ასაკის მოსწავლეები სთვის

Help your parents or guardians! In this​  activity, you offer your help; clean your room, help with a range of household chores, assist with making dinners or lunches, set the table, empty the dishwasher!  There are many of you who have wonderful parents and guardians who do EVERYTHING for you.  Can you do something for them?  Do a good deed :) 

დაეხმარეთ მშობლებსა თუ მეურვეებს! შესთავაზეთ მათ დახმარება. დაალაგეთ ოთახი, მიეხმარეთ მათ საგნების გადაადგილებაში, დახმარება გაუწიეთ სადილისა თუ ლანჩის მომზადებაში, გააწყვეთ მაგიდა, დაასუფთავეთ ჭურჭლის სარეცხი ნიჟარა! შესთავაზეთ დახმარება მოშობლებსა და მეურვეებს,  აკეთეთ კეთილი საქმე :)

Unlimited! /

დრო შეზღუდული არ არის!