iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

AMD ამზადებს Nvidia CUDA ტექნოლოგიის ალტერნატივას

AMD ამზადებს Nvidia CUDA ტექნოლოგიის ალტერნატივას

თარიღი: 12/10/2021

პარტნიორი: Overclockers GE

კომპანია AMD-მ შეიმუშავა ღია კოდის მქონე ტექნოლოგია GPUFORT, რათა დეველოპერებს მიაწოდოს NVIDIA CUDA-ს ალტერნატივა. ტექნოლოგია GPUFORT თავდაპირველად წარმოადგენდა Radeon Open Ecosystem-ის (ROCm) ფარგლებში შექმნილ კვლევით პროექტს, როგორც „წყაროდან წყარომდე“ თარგმნის სისტემა. ამ ეტაპზე კომპანია AMD კონცენტრირდა CUDA Fortran კოდის პროგრამულ ნაწილზე და C++ ენებზე. CUDA-ს კოდის დიდი ბაზა ურთიერთქმედებს Python-ის კოდთან არაავტომატურ პროცესში GPUFORT-ის მეშვეობით.  

მიუხედავად იმისა, რომ GPUFORT ტექნოლოგია ჯერ საწყის ეტაპზე იმყოფება, მას უკვე შეუძლია სინტაქსისის შემოწმების შესრულება. პროექტს შეუძლია წარმატებით გარდაქმნას CUDA კოდი და Radeon Open Ecosystem-თან თავსებადი მაღალი წარმადობის კომპიუტერული (HPC) პროგრამები  Python-ის კოდის ბაზის გამოყენებით. თუმცა GPUFORT-ს გარკვეული სირთულეები აქვს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა OpenACC-ის სრული სტანდარტის გამოყენება, კოდის ნაწილის განსაზღვრა, აგრეთვე ციკლების რეორგანიზაცია. პროექტ GPUFORT-ის ღია კოდი გამოქვეყნდა GitHub-ზე MIT ლიცენზიით. 

 

წყარო: Overclockers GE