iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

ინგლისის ბანკი კრიპტოვალუტებს ქვეყნისთვის საფრთხედ არ მიიჩნევს

ინგლისის ბანკი კრიპტოვალუტებს ქვეყნისთვის საფრთხედ არ მიიჩნევს

თარიღი: 11/10/2021

პარტნიორი: Overclockers GE

კრიპტოვალუტები ჯერ კიდევ არ წარმოადგენს სერიოზულ რისკს გაერთიანებული სამეფოს ფინანსურ სტაბილურობისთვისმაგრამ მათი გავლენის ზრდასთან ერთად მარეგულირებელი ჩარჩო უნდა გამკაცრდეს - ნათქვამია ინგლისის ბანკის ანგარიშში. 

”რეგულირება უნდა განვითარდეს საკმარისად სწრაფად როგორც შიდა, ასევე გლობალურ დონეზე, რათა აღმოიფხვრას რისკები, რომლებიც მათ [კრიპტოვალუტებმა] შეიძლება მომავალში წარმოქმნან”, - აღნიშნეს ექსპერტებმა. 

მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აპირებენ დიდი ყურადღება მიაქციონ მოვლენების განვითარებას, მათ შორის "კრიპტოვალუტებსა და გაერთიანებული სამეფოს ფინანსურ სისტემას შორის ურთიერთობას". ამრიგად ცენტრალური ბანკი აპირებს უზრუნველყოს პოტენციური სისტემური რისკებისადმი გამძლეობა. 

"ფედერალური რეზერვების სისტემა მიიჩნევს, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და წინდახედულობა ამ აქტივების ნებისმიერი სახით მიღებისას", - ნათქვამია დოკუმენტში. 

ადრე ინგლისის ბანკის მმართველმა ენდრიუ ბეილიმ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებს არ გააჩნიათ შინაგანი ღირებულება, ამიტომ მათში ინვესტიცია სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული. 

ივნისში მან უარყო Bitcoin-ის მსგავსება ფულთან, მაგრამ აღიარა, რომ Stablecoin-ებს ფინანსურ სისტემაში ცალკეული ნიშის გამოკვეთა შეუძლიათ. 

სექტემბრის ბოლოს ინგლისის ბანკმა და დედოფლის ხაზინამ გამოაცხადეს CBDC-ის ტექნოლოგიური და სხვა ასპექტების შემსწავლელი ფორუმების მონაწილეები. მათ შორის არიან Visa, Mastercard, PayPal, Google და სხვა კომპანიების წარმომადგენლები. 

 

წყარო: Overclockers GE