iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Bakkt-ის ბარათის მფლობელებმა შესაძლებლობა მიიღეს Bitcoin-ი დახარჯონ Google Pay-ს მეშვეობით

Bakkt-ის ბარათის მფლობელებმა შესაძლებლობა მიიღეს Bitcoin-ი დახარჯონ Google Pay-ს მეშვეობით

თარიღი: 09/10/2021

პარტნიორი: Overclockers GE

Bitcoin-დერივატივებით ვაჭრობისთვის განკუთვნილი რეგულირებადი პლატფორმა Bakkt შეუთანხმდა Google-ს, რომ ინტერნეტ-გიგანტის საგადახდო სისტემაში დამატებულიყო ვირტუალური სადებეტო ბარათი. 

თანამშრომლობა "გააფართოვებს ციფრული აქტივების ხელმისაწვდომობას და გამოყენებას მილიონობით მომხმარებლის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად". 

კარტა გამოიყენება Google Pay-ს მხარდაჭერის მქონე ონლაინ და ოფლაინ მაღაზიებში ანგარიშსწორებისთვის. გადახდის განხორციელებისას კრიპტოვალუტა ფიატში კონვერტირდება. 

შეთანხმება ასევე მოიცავს Bakkt-ის მიერ Google Cloud სერვისების გამოყენებას და მათ პოპულარიზაციას მომხმარებლებსა და მერჩანტებში შეერთებული შტატების ფარგლებში. 

ამ ინსტრუმენტების საფუძველზე პლატფორმა დაამატებს ახალ ანალიტიკურ შესაძლებლობებს გეოლოკაციის, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანანური სწავლების გამოყენებით. Bakkt-ის პარტნიორები მიიღებენ უფრო მეტად ღირებულ სამომხმარებლო მოდელებს, მომხმარებლები კი - ლოიალობის გაფართოებულ პროგრამებს. 

პლატფორმამ Bitcoin-ით ანგარიშსწორებისთვის განკუთვნილი ვირტუალური სადებეტო Visa ბარათი ივნისში გამოუშვა. 

ადრე Bakkt-მა წარადგინა აპლიკაცია, რომელიც პირველი კრიპტოვალუტის შენახვის, შეძენისა და გაყიდვის საშუალებას იძლევა. 

 

წყარო: Overclockers GE