iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

მობილური Alder Lake-P პროცესორებისთვის განკუთვნილმა Intel-ის ჩიპსეტმა სერტიფიკაცია გაიარა

მობილური Alder Lake-P პროცესორებისთვის განკუთვნილმა Intel-ის ჩიპსეტმა სერტიფიკაცია გაიარა

თარიღი: 09/10/2021

პარტნიორი: Overclockers GE

იაპონელმა ბლოგერებმა სერტიფიცირების ორგანო USB-IF-ის მონაცემთა ბაზაში აღმოაჩინეს ინფორმაცია Intel-ის სისტემური ლოგიკის შესახებ, რაც ფორმალურად მოგვაგონებს მობილურ Alder Lake-P პროცესორებისთვის განკუთვნილ ჩიპსეტს. კონსტრუქციის განსაკუთრებული მახასიათებლების მიხედვით ხსენებული სერიის მობილური პროცესორების ჩიპსეტი განთავსებული იქნება ერთ ფირფიტაზე კრიტალის გვერდით, რომელიც შეიცავს გამომთვლელ ბირთვებსა და ინტეგრირებულ გრაფიკას. თუმცა, თუკი ეს უკანასკნელი წარმოებულია  10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით (Intel 7), სისტემური ლოგიკის კრისტალი დამზადებული უნდა იყოს 14-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. 

როგორც ჩანს, Alder Lake-P პროცესორებს ექნება USB 3.2-ის მხარდაჭერა, თუმცა ამ დრომდე არსებულ ცნობებში ფიგურირებდა ოთხი Thunderbolt 4 პორტის მხარდაჭერაც. თავად მობილურ პროცესორებს უნდა ჰქონდეთ ექვსამდე მაღალი წარმადობის ბირთვი Golden Cove და რვა ეკონომიური Gracemont ბირთვი. Intel Xe ტიპის გრაფიკულ ქვესისტემაში წარმოდგენილი იქნება 96 შემსრულებელი ბლოკი. პლატფორმა უზრუნველყოფს DDR5-სა და PCI Express 5.0-ის მხარდაჭერას. მიიჩნევა, რომ დისკრეტული გრაფიკა Intel Arc Alchemist-ის დებიუტი შედგება სწორედ მობილურ სეგმენტში, თუმცა ეს არ მოხდება მომდევნო კვარტლამდე. მობილური Alder Lake-P პროცესორების ანონსი მიმდინარე კვარტალშია დაგეგმილი. 

 

წყარო: Overclockers GE