iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

SpaceX-მა ორბიტაზე გაუშვა განახლებული Starlink-თანამგზავრები ლაზერული კავშირით

SpaceX-მა ორბიტაზე გაუშვა განახლებული Starlink-თანამგზავრები ლაზერული კავშირით

თარიღი: 16/09/2021

პარტნიორი: Overclockers GE

კომპანია SpaceX-მა გაუშვა Starlink თანამგზავრების მორიგი პარტია. დედამიწის ახლო ორბიტაზე გაყვანილ იქნა 51 განახლებული აპარატი, რომლებიც აღჭურვილია ლაზერული კავშირის სისტემით. 

თანამგზავრების ორბიტაზე გაშვება პირველად განხორციელდა  70° დახრილობით ჩვეულებრივი  35°-იანი დახრის კუთხის ნაცვლად. ამგვარი დიდი დახრილობის ორბიტა კომპანიას საშუალებას მისცემს თანამგზავრული ინტერნეტით დაფაროს დედამიწის პოლარული რეგიონები. თანამგზავრების გაშვების ტრანსალაციაში შეგვიძლია ვნახოთ, რომ გაშვებიდან მალევე თანამგზავრები ანტარქტიდის თავზე გაფრინდნენ. 

რაკეტა Falcon 9 თანამგზავრებთან ერთად დედამიწიდან 14 სექტემბერს გაფრინდა. დაყოფის შემდეგ რაკეტის პირველი დონე საზღვაო პლატფორმაზე დაეშვა. მისთვის ეს იყო მეათე გაშვება. ამ მოვლენიდან რამდენიმე წუთში თანამგზავრები წარმატებით განცალკევდნენ რაკეტის მეორე დონისგან. 

ამჟამად Starlink-ის ქსელი მუშაობს შემდეგი სქემის მიხედვით - „მომხმარებელი - თანამგზავრი - დედამიწის სადგური“. მისი მუშაობისთვის SpaceX აშენებს ან ქირაობს დედამიწაზე არსებულ სადგურებს, რომლებიც თანამგზავრებს ინტერნეტთან აკავშირებს. სქემა კარგად მუშაობს, თუმცა იგი არ იძლევა საშუალებას თანამგზავრები დაუკავშირდნენ პოლარულ რეგიონებს ან ოკეანისზედა ტერიტორიას, ან უზრუნველყოფს ამ რეგიონებში მხოლოდ არასტაბილურ და ნელ კავშირს. კომპანია უკვე რამდენიმე წელია მუშაობს ორბიტაზე მყოფ კოსმოსურ აპარატებს შორის ლაზერული კავშირის სისტემის შემუშავებაზე, რომლის მიხედვით შესაძლებელი გახდება სიგნალის გადაცემა თანამგზავრისგან მოშორებულ დედამიწურ სადგურთან, რეტრანსლატორის სახით კი მეზობელი თანამგზავრები იქნება გამოყენებული. ადრე SpaceX-მა გაუშვა და გატესტა რამდენიმე თანამგზავი ლაზერული კავშირით, ამჯერად კი დაიწყო მათი სერიული წარმოება და გაშვება. 

ბოლო გაშვების ჩათვლით SpaceX-ს დედამიწის ახლო ორბიტაზე გაგზავნილი ყავს 1791 თანამგზავრი. როგორც CBS News მიუთითებს, დღეისათვის მათგან 1400-ზე მეტი სრულიად მუშა მდგომარეობაშია. 

თანამგზავრების გაშვება. ვიდეო: https://bit.ly/2XiE9em 

შორს მდებარე რეგიონებისთვის ინტერნეტის მიწოდების მიზნით თანამგზავრების ჯგუფის გაშვების საკითხში SpaceX-ის კონკურენტია კომპანია OneWeb, რომელსაც რუსულ როსკოსმოსთან პარტნიორობის ფარგლებში დედამიწის ახლო ორბიტაზე განთავსებული ყავს 288 თანამგზავრი. უახლოს დროში OneWeb-ის თანამგზავრების რიცხვი 322 ერთეულამდე გაიზრდება. 

 

წყარო: Overclockers GE