iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Biostar ამზადებს უნივერსალურ დედა დაფას ვიდეო დაფებზე მაინინგისა და Chia-ს ფარმინგისთვის

Biostar ამზადებს უნივერსალურ დედა დაფას ვიდეო დაფებზე მაინინგისა და Chia-ს ფარმინგისთვის

თარიღი: 15/09/2021

პარტნიორი: Overclockers GE

კომპანია Biostar ამზადებს დედა დაფა TZ590-BTC Duo-ს Intel Z590 სისტემური ლოგიკის ბაზაზე. დაფა უნივერსალური გახდება მაინერებისთვის, რომლებიც გრაფიკულ ამაჩქარებლებს ან მყარ დისკებს იყენებენ, მაგალითად, Chia-ს მოპოვებისთვის. 

დაფა დამზადებულია სტანდარტულ ATX ფორმ-ფაქტორში, აქვს გაგრილების სისტემა, ოთხი DIMM სლოტი უზრუნველყოფს 128 გბ-მდე DDR4 მეხსიერების დაყენებას. ხელმისაწვდომია გიგაბიტური ქსელის ადაპტერი Intel I219V, აუდიოკოდეკი Realtek ALC887, კონექტორები USB 3.2 Genდა USB 2.0, ვიდეო ინტერფეისები HDMI და D-Sub. დაფა დამზადებულია „ფერმაში“ მუშაობისთვის, რომელსაც ექნება კვების ორი ბლოკი და და აღჭურვილია წყვილი 24-პინიანი კონექტორებით. მაგრამ მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია PCIe და SATA კონექტორების რაოდენობა. 

დაფაზე ხელმისაწვდომია ცხრა PCIe კონექტორი, ერთ-ერთი მათგანი მეოთხე თაობისაა, ფიზიკურად სრული ზომის არის, თუმცა მხარდაჭერილი აქვს მხოლოდ 8 ხაზი. დანარჩენი რვა PCIe კონექტორი მე-3 თაობისაა და აქვთ 1 ხაზის მხარდაჭერა. SSD-ს დაკავშირებისთვის გათვალისწინებულია ოთხი M.2 კონექტორი, ორი PCIe 4.0x4 და ორი PCIe 3.0x4, აგრეთვე ათი კონექტორი SATA III. 

დაფის გაყიდვაში გამოსვლის თარიღი და ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა. 

 

წყარო: Overclockers GE