iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

საინვესტიციო კომპანია BlackRock თვლის, რომ Bitcoin-ის ფასი მხოლოდ გაიზრდება

საინვესტიციო კომპანია BlackRock თვლის, რომ Bitcoin-ის ფასი მხოლოდ გაიზრდება

თარიღი: 14/09/2021

პარტნიორი: Overclockers GE

საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია BlackRock-ის დირექტორმა, რიკ რიდერმა Bitcoin-ს უწოდა ლიდერი და დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიპტოვალუტია - ალტერნატივა, რომლის ღირებულება დამოკიდებულია მხოლოდ მის განაწილებაზე.  

რიდერი აცხადებს, რომ ფლობს „ამ კრიპტოვალუტის გარკვეულ ნაწილს და დარწმუნებულია, რომ Bitcoin-ის ახალი ინვესტორების რიცხვი დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება. იმიტომ რომ ეს არის კარგი არასტაბილური აქტივი“. 

”მე ასევე მინდა დავამატო, რომ ციფრული ოქრო ვერ ჩაანაცვლებს ტრადიციულ აქტივებს საინვესტიციო ფონდში. ობლიგაციები და აქციები კვლავ მოთხოვნადი დანაზოგია, რომლებიც კრიპტოვალუტებს მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება. კრიპტო აქტივების ფასეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი საინვესტიციო პორტფელის განუყოფელი სპეკულაციური ნაწილია ”. - განმარტავს რიკ რიდერი. 

ინვესტიციების დირექტორი დარწმუნებულია, რომ კრიპტოვალუტების ბაზრის ცოტა ხნის წინანდელი ვარდნის მიუხედავადაც კი Bitcoin-ის ფასი მხოლოდ გაიზრდება გაორმაგებული ძალებით. 

აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში საინვესტიციო კომპანია BlackRock-ის ხელმძღვანელმა ლარი ფინკმა განაცხადა, რომ „შორ დისტანციებზე კრიპტოვალუტებს აქვთ ძალიან დიდი პოტენციალი“. 

 

წყარო: Overclockers GE