iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

NVIDIA-მ შესაძლოა გამოუშვას GeForce RTX 2060 მოდელი 12 გბ ვიდეომეხსიერებით მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში

NVIDIA-მ შესაძლოა გამოუშვას GeForce RTX 2060 მოდელი 12 გბ ვიდეომეხსიერებით მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში

თარიღი: 14/09/2021

პარტნიორი: Overclockers GE

პორტალი VideoCardz აცხადებს, რომ კომპანია NVIDIA გეგმავს გაყიდვაში გამოუშვას ვიდეო დაფა GeForce RTX 2060 12 გბ მეხსიერებით. ამგვარი მიდგომით კომპანიას სურს GeForce RTX 3060 მოდელის დეფიციტის კომპენსირება. 

წლის დასაწყისში NVIDIA-მ გაყიდვაში დააბრუნა მოდელი GeForce RTX 2060 6 გბ ვიდეომეხსიერებით. ამ ნაბიჯით კომპანიამ გადაწყვიტა Ampere სერიის გრაფიკული ამაჩქარებლების იმ დროს დაწყებული დეფიციტის კომპენსირება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა GeForce RTX 3060 მოდელის გამოშვებამდე, ამიტომ GeForce RTX 2060 უნდა იყოს კარგი არჩევანი მათთვის, ვისაც არ სჭირდებოდა ახალი თაობის ფლაგმანური მოდელები, მაგრამ სჭირდებოდა ახალი საშუალო დონის გრაფიკული დაფა. 

მარტში NVIDIA-მ გამოუშვა მოდელი GeForce RTX 3060. დაფას აქვს 12 გბ ვიდეომეხსიერება და გვთავაზობს წარმადობის კონკურენტუნარიან დონეს, აგრეთვე პროგრამულ დაცვას მაინინგისგან. თუმცა მწარმოებელმა კომპანიამ დაუშვა შეცდომა, შემთხვევით გამოუშვა ვიდეოდრაივერი, რომელმაც სრულიად განბლოკა ვიდეო დაფის წარმადობა მაინინგში, რამაც გამოიწვია GeForce RTX 3060 დაფის დეფიციტი და ფასის მკვეთრი ზრდა. 

მოგვიანებით NVIDIA-მ გამოუშვა განახლებული GeForce RTX 3060 LHR მოდელი მაინინგისგან აპარატული დაცვით. თუმცა დაფის სარეკომენდაციო ფასად ხელმისაწვდომობის საკითხის გადაჭრა კომპანიამ ვერ მოახერხა. როგორც VideoCardz წერს, ამან NVIDIA აიძულა საკითხის მოგვარების ალტერნატიული გზები ეძება. 

საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით რესურსი აცხადებს, რომ კომპანია აპირებს გამოუშვას განახლებული GeForce RTX 2060 Turing არქიტექტურით. დაფა აგებულია PCB-ზე ნომრით - PG161 და აქვს 12 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერება. ჯერჯერობით უცნობია რომელი GPU იქნება მის საფუძვლად გამოყენებული. არაოფიციალური ინფორმაციით, NVIDIA-მ პარტნიორებს აცნობა, რომ ამაჩქარებელი გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წლის იანვარში იმის შესაბამისად, რამდენად სწრაფად დალაგდება ამ დაფისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროცესორის წარმოება. 

 

წყარო: Overclockers GE