iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

შეერთებულ შტატებში კრიპტოვალუტებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

შეერთებულ შტატებში კრიპტოვალუტებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

თარიღი: 19/06/2021

პარტნიორი: Overclockers GE

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ფინანსური სერვისების კომიტეტის თავმჯდომარე მაქსინ უოტერსმა შექმნა კრიპტოვალუტებზე სამუშაო ახალი გუნდი. კონგრესმენმა ამის შესახებ განაცხადა მოსმენაზე, რომელიც ეძღვნებოდა ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების საკითხს. 

უოტერსმა განაცხადა: 

”მე ორგანიზება გავუწიე აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების სამუშაო ჯგუფს მარეგულირებლებსა და ექსპერტებთან ურთიერთობისთვის, რათა უფრო ღრმად ჩავწვდე ამ ცუდად გასაგებ და მინიმალურად რეგულირებულ ინდუსტრიას.” 

ადრე უოტერსმა რამდენჯერმე გამოხატა შეშფოთება პროექტ Diem Association-თან (Libra Association) მიმართებაში. 2019 წლის ივნისში კონგრესმენმა Facebook-ს მოსთხოვა ციფრული ვალუტის განვითარებაზე მუშაობის შეჩერება და ორი თვის შემდეგ წარადგინა სამუშაო გეგმა მისი შემდგომი შესწავლისთვის. 

2020 წელს უოტერსმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა გაეუქმებინათ ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში კონტროლერის მართვა უშუალოდ კრიპტოვალუტებსა და Stablecoin-ებთან დაკავშირებით. 

შეგახსენებთ, 9 ივნისს მასაჩუსეტსის შტატის სენატორმა ელიზაბეტ უორენმა ციფრულ აქტივებს "საზიზღარი ინვესტიცია" უწოდა და თქვა, რომ ისინი ამარტივებენ უკანონო ქმედებების განხორციელებას. 

 

წყარო: Overclockers GE