iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Xbox გამოუშვებს მაცივარს საკუთარი კონსოლების მსგავსი დიზაინით

Xbox გამოუშვებს მაცივარს საკუთარი კონსოლების მსგავსი დიზაინით

თარიღი: 19/06/2021

პარტნიორი: Overclockers GE

მარკეტინგული ხრიკის სახით Xbox-მა Xbox Series X/S-ის რელიზის წინ გამოუშვა სამი სრული ზომის მაცივარი საკუთარი კონსოლების სტილში და გაუგზავნა ისინი ცნობილ ადამიანებს - რეპერ Snoop Dogg-სა და ბლოგერ iJustine-ს, მესამე კი გათამაშდა მომხმარებლებს შორის. მსგავსი მოვლენა ხუმრობასავით გამოიყურებოდა, თუმცა როგორც ჩანს სულაც არა - კომპანიამ ნამდვილად დააანონსა საკუთარი მაცივრის გამოშვება, თუმცა იგი იქნება შედარებით მინიატურული, სახელწოდებაა Xbox Mini Fridge და ხელმისაწვდომი იქნება აბსოლუტურად ყველასთვის. 

Xbox Mini Fridge-ს ექნება ახალი თაობის Xbox Series X/S კონსოლების მსგავსი დიზაინი, გაგრილების სისტემა და სამი განყოფილება სასმელის 0.3-ლიტრიანი ქილებისთვის, რაც ჯამში დაახლოებით 9 ქილის შენახვის საშუალებას იძლევა. 

ასეთი მინი მაცივრები გაყიდვაში ახალი წლის სადღესასწაულო პერიოდში გამოვა, რაც შეეხება ღირებულებას, უცნობია. თუკი მისი ფუნქციები შემოიფარგლება მხოლოდ სასმელის გაგრილებით, ასეთ შემთხვევაში ეს პროდუქტი სავარაუდოდ დიდი მოთხოვნით ვერ ისარგებლებს, თუმცა მაღალ ფასს მოკლებული არ იქნება. 

 

წყარო: Overclockers GE