iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

IBM-მა წარადგინა ევროპაში ყველაზე მაღალი წარმადობის კვანტური კომპიუტერი

IBM-მა წარადგინა ევროპაში ყველაზე მაღალი წარმადობის კვანტური კომპიუტერი

თარიღი: 19/06/2021

პარტნიორი: Overclockers GE

ამერიკულმა კომპანია IBM-მა აშშ-ს ფარგლებს გარეთ თავისი პირველი კვანტური კომპიუტერი IBM Q System One წარადგინა. ახალი სისტემა აშენდა ფრაუნჰოფერის კვლევი ცენტრში გერმანიაში, შტუტგარტიდან 20 კილომეტრში.  

პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადების თანახმად, 27-ბიტიანი მოდელი ყველაზე ძლიერი კვანტური სისტემაარაც კი ოდესმე ევროპაში შექმნილაკუბიტი (კვანტური ბიტიარის კვანტური გამოთვლის საბაზისო ერთეული - კლასიკური ბინარული ბიტის ერთგვარი ვერსია. 

კვლევითი პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება კომერციული კომპანიებისა და სამეცნიერო ორგანიზაციებისათვის, რათა განავითარონ და გამოცადონ გამოყენებული კვანტური ალგორითმები და შექმნან უნიკალური ტექნოლოგიები მათ საფუძველზე. 

კვანტური კომპიუტერის მართვით ფრაუნჰოფერის საზოგადოება დაკავდება. ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად პროექტისა და მომხმარებლის ყველა მონაცემი ინახება გერმანიაში. 

”კვანტური გამოთვლების, როგორც ძირითადი ტექნოლოგიის გამოყენება კონკურენციისა და ტექნოლოგიური სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად დიდ ინტერესს იწვევს როგორც ინდუსტრიის მმართველებში, ისევე მკვლევარებს შორის”, - განაცხადა საზოგადოების პრეზიდენტმა Reimund Neugebauer-მა. 

 

წყარო: Overclockers GE