iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

ექსპერტი Bitcoin-ს 21-ე საუკუნის დაგროვების მთავარ საშუალებად ასახელებს

ექსპერტი Bitcoin-ს 21-ე საუკუნის დაგროვების მთავარ საშუალებად ასახელებს

თარიღი: 14/05/2021

პარტნიორი: Overclockers GE

კრიპტოვალუტების უმსხვილესი საჯარო კომპანია MicroStrategy-ს ხელმძღვანელი მაიკლ სეილორი Bitcoin-ს მიიჩნევს მელი 21-ე საუკუნის დაგრვების მთავარ საშუალებად. ამის შესახებ მან Kitco News-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

მაშ ასე, სეილორმა მთავარ კრიპტოვალუტას ყველაზე მძლავრი ტექნოლოგია უწოდა. სწორედ Bitcoin-მა შეძლო 12 წლის განმავლობაში 0-დან 1 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაზრდა. 

MicroStrategy-ს გენერალური დირექტორის თქმით Bitcoin-ი გახდება დაგროვების მთავარი საშუალება XXI საუკუნეში. იგი თვლის, რომ კაცობრიობას ახლა ძალიან სჭირდება ძლიერი აქტივები და ვალუტები. 

თუკი ადამიანებს სურთ ღირსეულად ცხოვრება, ასეთ შემთხვევაში ეს აქტივი უნდა იყოს ციფრული, აღნიშნა მან. 

Bitcoin-ი ამჟამად არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი და ძლიერი ძალა. 12 წლის განმავლობაში მისი ღირებულება 0-დან ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ეს მას თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დესტრუქციულ ტექნოლოგიად აქცევს, იმაზე უფრო დესტრუქციულად, ვიდრე არის Amazon, Apple, Facebook და Google. ", - განაცხადა ტოპ მენეჯერმა. 

MicroStrategy კრიპტოვალუტის უდიდესი მფლობელია საჯარო კომპანიებს შორის. ამჟამად კომპანიას აქვს 91.5 ათასი Bitcoin-ი. მათი გადახდილი საშუალო ფასი ერთ მონეტაში არის 24.3 ათასი აშშ დოლარი. 

 

წყარო: Overclockers GE