iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

მოსაზრება: Bitcoin 250 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს ხუთი წლის განმავლობაში მიაღწევს

მოსაზრება: Bitcoin 250 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს ხუთი წლის განმავლობაში მიაღწევს

თარიღი: 13/05/2021

პარტნიორი: Overclockers GE

Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ იუსკომ CNBC-სთან კომენტარში 5 წლის განმავლობაში ციფრული ოქროს ფასის 250 000 აშშ დოლარამდე ზრდა ვარაუდა. 

მან Bitcoin-ის სწრაფი აღიარება და მიება შეადარა Facebook-ის, Apple-ის, Amazon-ის, Netflix-ისა და Google-ის განვითარებას. იუსკომ განმარტა, რომ კომპანიებმა 1-ტრილიონიან კაპიტალიზაციას 15-20 წელიწადში მიაღწიეს, პირველმა კრიპტოვალუტამ კი მსგავსი რამ უფრო მოკლე დროში შეძლო. 

მისი თქმით, Bitcoin-ი მონეტარული ღირებულებით კონკურენციას გაუწევს ოქროს: 

„თუკი ოქროს ფულადი ღირებულება შეადგენს 4 ტრილიონ აშშ დოლარს, ციფრული ოქრო უნდა გაიზარდოს ამ თანხამდე - თანხამდე, რომელიც მონეტაზე მეოთხედი მილიონი დოლარის ღირებულებას შეადგენს“.  

ამავე დრო, ტოპ-მენეჯერმა Dogecoin (DOGE) გააკრიტიკა უსარგებლობის გამო: 

„არსებობს ათასობით მართლა უსარგებლო მონეტა და DOGE ამ კატეგორიაში შედის. ესენია მხოლოდ დამხმარე მონეტები, რომელთაც არ გააჩნიათ საბაზისო ღირებულებები ან გამოყენების ვარიანტები. საბოლოოდ ისინი გაქრებიან“. 

მილიარდერი მარკ კიუბანი Dogecoin-ის 1$-მდე ზრდას პროგნოზირებს. ინვესტორი და სატელევიზიო შოუ „Shark Tank“-ის ვარსკვლავმა კევინ ო’ლირმა კი განაცხადა, რომ Bitcoin ყოველთვის იქნება ოქრო, Ethereum კი- „ნომერი 2“ მის შემდეგ. 

 

წყარო: Overclockers GE