iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Xbox Game Pass-ის საპასუხოდ Sony ალტერნატიულ სერვისს ამზადებს

Xbox Game Pass-ის საპასუხოდ Sony ალტერნატიულ სერვისს ამზადებს

თარიღი: 13/04/2021

პარტნიორი: Overclockers GE

Xbox კონსოლებისთვის განკუთვნილმა სერვის Game Pass-მა ბევრი გეიმერი აიძულა პრიორიტეტი მიენიჭებინათ Microsoft-ის კონსოლისთვის, რადგანაც ხელმისაწვდომ ფასად მომხმარებელს შეუძლია წვდომა მიიღოს თამაშების ბიბლიოთეკაზე და თავიდან აირიდოს მათ შესაძენად მნიშვნელოვანი თანხის დახარჯვა. 

მსგავსი ანალოგი არ გააჩნია Xbox-ის მთავარ კონკურენტს - Sony-ს, რაც კონსოლების გაყიდვაზე აისახება. როგორც ჩანს, Sony აღიარებს ამას, ამიტომ სურს გამოუშვას სერვისის საკუთარი ვარიანტი - განაცხადა დევი იაფემ თავის ბოლო პოდკასტში. იგი PlayStation-ისთვის განკუთვნილი ბევრი თამაშის დეველოპერია. კომპანიის ხელმძღვანელმა უკვე მიუთითა PlayStation-ისთვის განკუთვნილი, Game Pass-ის ალტერნატივის გამოშვების შესახებ. 

PlayStation-ის მთავარი მახასიათებელია ექსკლუზიური თამაშები შთამბეჭდავი ღირებულებით. ისეთი სერვისის გამოშვება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ თამაშებით მათი სრული ფასის გადახდის გარეშე, Sony-ს კონსოლს ერთ-ერთ დიდ უპირატესობა მიანიჭებს Xbox-სთან შედარებით.  

მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით Game Pass-ს 18 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. 

 

წყარო: Overclockers GE