iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

შესაძლებელია მარსის ტერაფორმირება ბირთვული ბომბებით - საჭირო იქნება პლანეტის დაბომბვა შვიდი კვირის განმავლობაში

შესაძლებელია მარსის ტერაფორმირება ბირთვული ბომბებით - საჭირო იქნება პლანეტის დაბომბვა შვიდი კვირის განმავლობაში

თარიღი: 20/01/2021

პარტნიორი: Overclockers GE

ცოტა ხნის წინ მრავალი ამბიციური პროექტის ავტორმა და ინოვატორმა ლონ მასკმა კვლავ წამოჭრა თემა უსიცოცხლო მარსის ტერაფორმირების აუცილებლობის შესახებახლა სწორედ საჭირო დროა - სანამ პლანეტა დაუსახლებელია, ყველაზე რადიკალური მეთოდების გამოყენებაა შესაძლებელიმაგალითადპლანეტის ორივე პოლუსზე ყინულის გასადნობად ათეულობით ატომური ბომბის სროლა. 

მასკის იდეა თავდაპირველად სამეცნიერო თვალსაზრისით შეუმდგარად მიიჩნეოდა, რადგანაც მარსის ყინულებში წყლის შემცველობა ძალიან ცოტაა საიმისოდ, რომ მნიშვნელოვნად შეიცვალოს პლანეტის ატმოსფერო. ამჟამად მარსის ატმოსფერო ორასჯერ უფრო გაუხშოებულია დედამიწის ატმოსფეროსთან შედარებით, ყინული გალღობისა და წყლის ორთქლით გაჯერების შემდეგ იგი დედამიწის მაჩვენებლის მაქსიმუმ 7%-ს მიაღწეს, რაც მაინც კატასტროფულად მცირეა. თუმცა მთავარი სხვა რამეა - კაცობრიობას არ გააჩნია საკმარისი სიმძლავრის ენერგიის წყარო ამ იდეის განსახორციელებლად. 

მასკის წინადადების საპასუხოდ მათემატიკოსმა რობერტ უოკერმა თავისი გამოთვლები გამოაქვეყნა Science 2.0 ბლოგზე. აზრი არ აქვს მხოლოდ ყინულის აფეთქებას ძლიერი ბომბებით - ფრაგმენტები დარჩება პოლუსზე. იგი უნდა აორთქლდეს და თანაც ძალიან სწრაფად, რომ ტენმა ვერ მოასწროს ისევ კონდენსირება და წამოვიდეს თოვლის სახით. ატომური ბომბები ამისთვის საუკეთესო გამოსავალია იმ საშუალებებს შორის, რაც კაცობრიობას გააჩნია. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა: მძლავრი ბირთვული აფეთქბის შედეგად წარმოქმნილი სინათლის გამოსხივება მხოლოდ 50 წამი გრძელდება. 

შემდეგ მოდის მარტივი გამოთვლები, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ მარსის ყინულების დასადნობად საჭიროა ყოველდღიურად მოხდეს 3500 მეგატონ სიმძლავრის ატომური ბომბის აფეთქება. მთლიანი პროცესი შვიდი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დასჭირდება ჯამში 180 გიგატონა სიმძლავრის ბომბები, რაც კაცობრიობას უბრალოდ არ გააჩნია. მაშინაც კი, თუ მარსზე აღმოაჩენენ ურანი მდიდარ საბადოებს და თავად მარსზე დაამყარებენ ატომური ბომბების წარმოებას, პროექტი მაინც ჩაშლისთვისაა განწირული, რადგან პლანეტის რადიაციული დაბინძურების დონე გადააჭარბებს ყველა წარმოსადგენ ინდიკატორს და იქ ცხოვრება მაინც  შეუძლებელი იქნება. 

 

წყარო: Overclockers GE