iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

TSMC-ის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის პირველი მომხმარებლები იქნებიან Apple, Qualcomm და NVIDIA

TSMC-ის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის პირველი მომხმარებლები იქნებიან Apple, Qualcomm და NVIDIA

თარიღი: 20/01/2021

პარტნიორი: Overclockers GE

მომავალი წლის მეორე ნახევარში TSMC გვპირდება 3-ნანომეტრიანი პროდუქციის მასობრივი წარმოების დაწყებას. კომპანია ელის, რომ ახალი ტექნოლოგიური ნორმები მოიზიდავს არა მხოლოდ მობილური პროცესორების მწარმოებლებს, არამედ მაღალპროდუქტიული გამოთვლითი სეგმენტის წარმომადგენლებს. IDC-ის ანალიტიკოსების აზრით NVIDIA შეიძლება იყოს ერთ-ერთი მათგანი.  

Apple-ის "ლითოგრაფიულ ავანგარდში" ნახვა უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან კომპანია ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს და სარგებელი ნახოს ახალ ტექნოპროცესზე გადასვლის შედეგად. როგორც წესი, ასეთი მიგრაცია გაზრდის პროცესორების წარმადობას ენერგმოხმარების შემცირების ან შენარჩუნების დროს. IDC-ის ექსპერტების აზრით, რომელთაც ციტირებს South China Morning Post, Apple-ისა და Qualcomm-ის გარდა TSMC შეძლებს NVIDIA მიიზიდოს 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით, ყოველ შემთხვევაში იმ დროსროდესაც საქმე ეხება პირველი ტალღის „მომხმარებლებს“.  

ექსპერტების მოლოდინით, TSMC-ის 3- და 2-ნანომეტრიანი ტექნოპროცესების გამოსვლის შედეგად გაიზრდება უფსკრული ტაივანურ კომპანიასა და Samsung Electronics-ს შორის, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩინურ SMIC-ზე. კორეელ კონკურენტს მინიმუმ ხუთი წლის დახარჯვა მოუწევს TSMC-თან ლითოგრაფიული უფსკრულის ამოვსებისთვის -  მიიჩნევენ IDC-ის წარმომადგენლები. ამასთან, Samsung-ის აპირებს 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის საკუთარი ვერსიის მასობრივ წარმოების დაწყებს 2022 წელს, TSMC-ის პარალელურად. 

ზოგიერთი პროგნოზის თანახმად TSMC-ის 2-ნანომეტრიან ტექნპროცესზე გადასვლა კომპანიას საშუალებას მისცემს გაზარდოს თავისი წილი საკონტრაქტო მომსახურების ბაზარზე არსებული 54-დან 56%-მდე, თუ ახალი ტექნოლოგია 2023 წელს იქნება ათვისებული. კომპანიის მოგების ნორმა 53%-მდე გაიზრდება, რადგან მას, როგორც ბაზრის დომინანტს, შეუძლია დამკვეთებს უკარნახოს ფასები. 

 

წყარო: Overclockers GE