iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Goldman Sachs განიხილავს კრიპტო ბაზარზე შესვლას

Goldman Sachs განიხილავს კრიპტო ბაზარზე შესვლას

თარიღი: 19/01/2021

პარტნიორი: Overclockers GE

Goldman Sachs, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო ბანკი, იკვლევს ციფრული აქტივების სამეურვეო სამსახურის დაწყების შესაძლებლობას. ამის შესახებ იუწყება CoinDesk საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. 

რესურსის განცხადებით, ფინანსურმა კონგლომერატმა გასცა ინფორმაციის მოთხოვნა (RFI), რომელიც 2020 წლის ბოლოს გაგზავნეს კრიპტოვალუტის შესანახ სივრცეში მოქმედ მინიმუმ ერთ ცნობილ მოთამაშეს. 

”JPMorgan-ის მსგავსად ჩვენ გამოვუშვით RFI ციფრულ შენახვასთან დაკავშირებით. ჩვენ ინტენსიურად ვსწავლობთ საკითხს და ვწყვეტთ რა გავაკეთოთ შემდეგ “, - აღნიშნა ინსაიდერმა. 

მან აღნიშნა, რომ ინიციატივა "უფრო ფართო ციფრული სტრატეგიის" ნაწილია და დაეყრდნო ფულადი მიმოქცევის კონტროლის სამმართველოს (OCC) ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას Stablecoin-ების შესახებ. 

კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული მომსახურების დაწყების დროთან დაკავშირებით გამომცემლობას თანამოსაუბრემ უპასუხა, რომ ბანკის გეგმები "უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი". 

შეგახსენებთ, რომ Goldman Sachs-ს გარკვეული დროის წინ მიენიჭა საკუთარი Stablecoin-ის გამოშვების უფლება. 

 

წყარო: Overclockers GE