iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Bitcoin-ის კურსი მნიშვნელოვნად დაეცა, შემცირდა მაინინგის მომგებიანობა

Bitcoin-ის კურსი მნიშვნელოვნად დაეცა, შემცირდა მაინინგის მომგებიანობა

თარიღი: 13/01/2021

პარტნიორი: Overclockers GE

მაინერებმა, რომლებმაც კრიპტოვალუტების ფასების მატებასთან დაკავშირებით მაინინგის მომგებიანობის ზრდა იხილეს, აქტიურად დაიწყეს ვიდეო დაფების შესყიდვა, შედეგად უზარმაარი დეფიციტი წარმოიქმნა, თუმცა საკითხავია, რამდენ ხანს გაგრძელდება მსგავსი ვითარება? 

ფასის ამჟამინდელმა ვარდნამ უკვე აიძულა ბევრი მაინერი, დაფიქრდნენ გრაფიკულ ამაჩქარებლებში გაკეთებულ ინვესტირებაში, რადგანაც შემოსავლიანობის დონე დაეცა ყველა კრიპტოვალუტის ფასის მკვეთრი შემცირებისთანავე. თუ მხედველობაში მივიღებთ იმასაც, რომ შეძენილი ვიდეო დაფების ფასი ნაწილობრივ აღემატებოდა სარეკომენდაციო საცალო ფასებს, სიტუაცია კიდევ უფრო სამწუხარო ჩანს. როგორც ყველას გვახსოვს, მსგავსი რამ უკვე მოხდა 2017 წელს. ანალოგიურად, ვიდეო დაფებისგან დაცარიელდა მაღაზიების თაროები. ყველაფერი საკმაოდ სწრაფად დასრულდა და სხვადასხვა ვებ-გვერდზე გამოჩნდა ვიდეო დაფებისა და მაინინგ-ფერმების გასაყიდი რეკლამები, რომელაც ხშირად თან ახლდა  ტექსტები სესხის გადახდის აუცილებლობის შესახებ. 

გასათვალისწინებელია ორი რამ: პირველი - მაღალი შემოსავალი დიდხანს არ გრძელდება, კლება იწყება გაცვლითი კურსის შემცირების შემდეგ და მუდმივად იზრდება მოპოვების სირთულე. მეორე - ბევრ რესურსზე მითითებულია მხოლოდ ვიდეო დაფის უკუგება, თუმცა საჭიროა მას აგრეთვე დაემატოს დედა დაფის, პროცესორის, ოპერატიული მეხსიერების და ა.შ. საფასური. შედეგად, შედეგის ა სარგებლის უკუგება იმაზე მეტს დროს საჭიროებს, ვიდრე მოგების მთვლელები გვაცნობებენ. 2017 წლის ბოლოს ბევრმა მაინერმა ვერ მოახერხა დანახარჯების ამოღება და იძულებულნი გახდნენ ზარალზე გაეყიდათ აღჭურვილობა. ამჟამად არსებული აჟიოტაჟის შედეგი შესაძლებელია მსგავსი იყოს. გეიმერები უკვე მოუთმენლად ელოდებიან ხელსაყრელ ფასებს მერად ბაზარზე NVIDIA RTX 3000-სერიის ვიდეო დაფების შესაძენად, რომლებიც ნებისმიერ ფასად გაიყიდა. 

image.jpeg

წყარო: Overclockers GE