iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Mercedes-Benz-მა შეიმუშავა „ჰიპერეკრანი“ ელექტრომობილების მონაცემთა დაფის ჩასანაცვლებლად

Mercedes-Benz-მა შეიმუშავა „ჰიპერეკრანი“ ელექტრომობილების მონაცემთა დაფის ჩასანაცვლებლად

თარიღი: 13/01/2021

პარტნიორი: Overclockers GE

Mercedes-Benz-მა წარადგინა სიახლე - უზარმაზარი, 140-სანტიმეტრიანი რკალისებრი პანელი MBUX Hyperscreen, რომელიც განკუთვნილია სამომავლო ელექტრო სედან EQS-ისთვის. იგი ჩაანაცვლებს ავტომობილის ფრონტალურ პანელს და მასში გაერთიანებული იქნება მოწყობილობები, მულტიმედია ნაკრები, ნავიგაცია და ბევრი სხვა სისტემა. 

OLED-დისპლეის ზედაპირზე დატანილია დამცავი მინა Gorilla Glass. სიკაშკარის რეგულირებაზე პასუხისმგებელია კამერა და განათების სენსორი, მთლიანად MBUX Hyperscreen-ის მუშაობას კი მართავს ბორტ-კომპიუტერი 8-ბირთვიანი პროცესორითა და 24 გბ ოპერატიული მეხსიერებით, შედეგად უზრუნველყოფილია მოწყობილობის წარმადობის მაღალი დონე. ამ ყველაფერს ემატება ეკრანის მიღმა დამალული 12 მამოძრავებლის საფუძველზე არსებული უკუკავშირის ტაქტილური სისტემა. 

image.jpeg 

MBUX Hyperscreen – ეს იქნება მძღოლისა და მგზავრების ელექტრომობილთან ურთიერთქმედების ორგანიზების სრულიად ახალი მიდგომის მაგალითირა თქმა უნდაუნიკალური ეკრანი ასევე უზრუნველყოფს გასართობი კონტენტის გამოყენების ახალ დონეს. 

ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზეhttps://bit.ly/35xAw5F 

 

წყარო: Overclockers GE