თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
დამატებითი კითხვებისთვის, მოგვმართეთ: info@el.ge
თუ ხარ დარეგისტრირებული, გაიარე ავტორიზაცია
დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ: info@el.ge
თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ facebook
Microsoft 365 ავტორიზაცია
გამოვიდა პლანშეტი Surface Pro 7 Plus Tiger Lake-ის ბაზაზე: მეტი მოცულობის ბატარეა, მოხსნადი SSD და LTE მხარდაჭერა
თარიღი: 13/01/2021
პარტნიორი: Overclockers GE
Microsoft-მა გააფართოვა Surface Pro-პლანშეტების ასორტიმენტი Surface Pro 7 Plus-ით. ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიზნეს-კლასის მომხმარებლებისთვის, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
გარეგნულად მოწყობილობა არ განსხვავდება ჩვეულებრივი Surface Pro 7-ისგან. ახალი მოწყობილობის განსაკუთრებული მახასიათებლები უკავშირდება მის შიდა კონფიგურაციას. პლანშეტი წარმოდგენილია ახალი მე-11 თაობის Intel-ის პროცესორებით (Tiger Lake-U), შედარებით დიდი მოცულობის ბატარეით, მოხსნადი მყარი დისკით და უსადენო LTE სტანდარტის მხარდაჭერით. ეს უკანასკნელი 2015 წლიდან მოყოლებული აღარ არის Microsoft Surface Pro სერიაში მოცემული. ამასთან, კომპანიამ Surface Pro 7 Plus-ს არ მიანიჭა 5G სტანდარტის მხარდაჭერა, რადგან მოწყობილობაში გამოყენებულია ძველი Snapdragon X20 LTE მოდული.
ხელმისაწვდომია მოწყობილობის რამდენიმე ვარიანტი. საბაზისო ვერსიაში მოცემულია ორბირთვიანი და ოთხნაკადიანი Intel Core i3-1115G4, უფროს ვერსიაში - ოთხბირთვიანი და რვანაკადიანი Intel Core i7-1165G7. თუმცა მხოლოდ Intel Core i5-1135G7 ჩიპის ბაზაზე არსებულ მოდელშია ხელმისაწვდომი LTE მხარდაჭერის ფუნქცია. ამ კონფიგურაციის ფასია 1149 აშშ დოლარი. საბაზისო მოდელი Core i3-ითა და 8/128 გბ მეხსიერებით შეფასებულია 899 აშშ დოლარად. მაქსიმალურ კონფიგურაციაში მოცემულია Core i7, 32 გბ ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ მყარი დისკი, ამ ვერსიის ფასი 2799 აშშ დოლარია.
ახალი Surface Pro 7 Plus-ის ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობად მწარმოებელი კომპანია 15 საათს ასახელებს, რაც საკმაოდ მეტია სტანდარტულ Surface Pro 7-თან შედარებით, რომელიც იმავე რეჟიმში 10.5 საათს მუშაობს. ავტონომიურობის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო Intel-ის ახალმა მე-11 თაობის ენერგოეფექტურმა პროცესორებმა, აგრეთვე ბატარეის მოცულობის 50.4 ვტ/სთ-მდე გაზრდამ.
Surface Pro 7 Plus-საც აქვს 12.3-დუიმიანი PixelSense დისპლეი გაფართოებით 2736 × 1824 პიქსელი. მოცემულია თითო USB Type-C და Type-A პორტი, კომბინირებული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი და Surface Connect. პლანშეტის Wi-Fi-ვერსიებში ხელმისაწვდომია microSDXC ბარათის სლოტი, LTE-ვერსიებში კი - მხოლოდ nano-SIM.
Microsoft-ი Surface Pro 7 Plus-ის მიწოდებას 15 იანვარს დაიწყებს. იგი ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ევროპის უმეტეს ქვეყანაში.