iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Bitcoin-ის მოპოვების სირთულემ დააფიქსირა ახალი რეკორდი მაინერების შემოსავლების ზრდისა და აღჭურვილობის სიმცირის ფონზე

Bitcoin-ის მოპოვების სირთულემ დააფიქსირა ახალი რეკორდი მაინერების შემოსავლების ზრდისა და აღჭურვილობის სიმცირის ფონზე

თარიღი: 12/01/2021

პარტნიორი: Overclockers GE

ბოლო გადაანგარიშების შედეგების მიხედვით Bitcoin-ის მოპოვების სირთულე 10.79%-ით გაიზარდამაჩვენებელმა ახალი რეკორდი დაამყარა ნიშნულით - 20.61 T. 

სერვისი BTC.com პროგნოზირებს სირთულის მაჩვენებლის მორიგ ზრდას 10%-ზე მეტით ( 22,84 T-მდე) სირთულის შემდეგი გადაანგარიშების შედეგების საფუძველზე. 

image.png 

წყაროBTC.com. 

ახალი რეკორდი არ არის გასაკვირი მაინერების შემოსავლების მუდმივი ზრდის გათვალისწინებით - აღნიშნა მაინინგის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელ Braiins-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ედვარდ ევენსონმა. 

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში Bitcoin-მაინერების შემოსავალი დაჩქარებული ტემპით გაიზარდა. 

image.png 

Coin Metrics-ის თანახმად, ნოემბერსა და დეკემბერში მაინერების შემოსავლები შესაბამისად 50 და 30%-ით გაიზარდა.  

სირთულესა და შემოსავლების ზრდასთან ერთად იზრდება Bitcoin-ის ჰეშრეითიც. 

image.png 

Bitcoin-ის ჰეშრეითის დინამიკა 2020 წლის დასაწყისიდან. წყარო: Glassnode. 

”ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება 2021 წლის პირველ ნახევარში”, - აღნიშნა ექსპერტმა. 

მისი თქმით, მაინინგ-კომპანიების მოთხოვნა ASIC-აღჭურვილობაზე აშკარად აღემატება შეთავაზებას. 

„თუნდაც მხოლოდ მეოთხე კვარტალში ASIC-მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიები იძულებულნი იყვნენ უარი ეთქვათ თითმის ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტის ღირებულების მაინინგ-აღჭურვილობების შეკვეთებზე. აღჭურვილობის მიწოდების ჯაჭვი ამჟამად გადატვირთულია დიდი მოცულობის მოთხოვნით“ - აღნიშნა ევენსონმა. 

შეგახსენებთ, ამერიკული მაინინგ-კომპანია Riot Blockchain  ელოდება Bitmain-ისგან 15 ათას მოწყობილობას - Antminer S19 Pro-სა და S19j Pro-ს, რომელთა ჯამური ღირებულება 35 მილიონი აშშ დოლარია. 

 

წყარო: Overclockers GE