თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
დამატებითი კითხვებისთვის, მოგვმართეთ: info@el.ge
თუ ხარ დარეგისტრირებული, გაიარე ავტორიზაცია
დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ: info@el.ge
თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ facebook
Microsoft 365 ავტორიზაცია
სმარტფონების კადრის განახლების სიხშირე 2021 წელს 144 ჰერცს გადააჭარბებს
თარიღი: 12/01/2021
პარტნიორი: Overclockers GE
მალე, ისეთი ბრენდები, როგორიცაა Nubia და Black Shark, სავარაუდოდ წარადგენენ მომავალი თაობის გეიმინგ-სმარტფონებს. ინტერნეტ-წყაროების განკარგულებაში მოხვდა მონაცემები ამ მოწყობილობების დისპლეების მახასიათებლების შესახებ.
ინფორმაციის წყაროა პოპულარული ქსელური ინფორმატორი Digital Chat Station, რომელიც ხშირად აზიარებს საიმედო ინფორმაციას მომავალი მობილური ამბების შესახებ.
წყარო ამტკიცებს, რომ ახალი თაობის გეიმინგ-სმარტფონ Nubia Red Magic-ს, რომლის გამოსვლა მიმდინარე კვარტალშია მოსალოდნელი, ექნება Full HD+ (1080p) ფორმატის ეკრანი. იგივე ეხება მოწყობილობა ASUS ROG Phone 4/5-ს, რომელიც დაანონსდება დაახლოებით წლის შუა პერიოდში.
ამავე დროს, აღინიშნება, რომ ამ სმარტფონების დისპლეებისთვის დამახასიათებელი იქნება კადრის განახლების მაღალი სიხშირე - 144 ჰერცი და მეტი.
ასევე ცნობილია, რომ მალე შედგება მომდევნო თაობის სმარტფონ Black Shark-ის დებიუტი. ყველა ეს მოწყობილობა აგებული იქნება ფლაგმანურ პროცესორ Qualcomm Snapdragon 888-ზე და იმუშავებს მეხუთე თაობის მობილურ ქსელში. ცხადია, თითოეულ მოწყობილობაში რეალიზებული იქნება უნიკალური გეიმინგ-ფუნქციები.