iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Apple ამზადებს ორ კომპაქტურ iPhone-ს

Apple ამზადებს ორ კომპაქტურ iPhone-ს

თარიღი: 18/03/2020

პარტნიორი: Overclockers GE

რამდენიმე წელია Apple-ის ფანატები ელიან კომპაქტური სმარტფონის გამოსვლას, რომელიც იქნება iPhone SE მოდელის „შთამომავალი“. უკვე არაერთი თვეა მიმდინარეობს საუბარი, რომ ახალი კომპაქტური სმარტფონის დასახელება იქნება iPhone 9 და არა iPhone SE 2. ამჟამად ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Apple-მა ასევე შეიძლება წარადგინოს მოდელი სახელად iPhone 9 Plus.  

სტანდარტულ ვერსიას ექნება 4.7-დუიმიანი IPS ეკრანი და იგი შესრულებული იქნება iPhone 8-ს სტილში. ამასთან, სმარტფონის გაიაფების მიზნით კომპანია უარს იტყვის სახის 3D ამომცნობ სისტემა Face ID-ზე, რომელმაც Apple-ის სმარტფონებიდან გამოდევნა თითის ანაბეჭდის სკანერი. iPhone 9 Plus სტანდარტული ვერსიისგან განსხვავებული იქნება 5.5-დუიმიანი ეკრანით. 

iPhone 9-ში გამოყენებული იქნება ცალკრისტალიანი სისტემა Apple A13 Bionic, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 3 გიგაბაიტს შეადგენს, ინტეგრირებული მეხსიერების მოცულობა კი 64 გბ იქნება. ვრცელდება ცნობა 32-გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსირების არსებობაზეც, თუმცა ამ მოცულობის მეხსიერებაზე კომპანია Apple-მა გარკვეული პერიოდია უკვე უარი თქვა. 

ანალიტიკოსები თავდაპირველად აღნშნავდნენ, რომ Apple-ის სმარტფონების ანონსი მიმდინარე წლის მარტში შედგებოდა, თუმცა კორონავირუსის გავრცელების გამო კომპანიამ გადაავადა კომპაქტური სმარტფონების ანონსი. უფრო მეტიც - არსებობს ინფორმაცია, რომ პანდემიის გამო Apple-მა თარიღი კიდევ უფრო გადაწიოს და მიუახლოვოს iPhone 12 სერიის პრეზენტაციის დროს. 

წყარო: Overclockers GE