თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
დამატებითი კითხვებისთვის, მოგვმართეთ: info@el.ge
თუ ხარ დარეგისტრირებული, გაიარე ავტორიზაცია
დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ: info@el.ge
თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ facebook
Microsoft 365 ავტორიზაცია
NASA-მ დაასრულა კოსმოსური რაკეტა Orion-ის ტესტირება, რომელიც მთვარის მიმართულებით გაშვებისთვის ემზადება
თარიღი: 17/03/2020
პარტნიორი: Overclockers GE
შეერთებული შტატების აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ დაასრულა კოსმოსური რაკეტა Orion-ის ტესტირება. იგი შექმნილია კორპორაცია Lockheed Martin-ის მიერ და განკუთვნილია მისიისთვის - კოსმოსში გაიყვანოს ასტრონავტები მთვარის მისია Artemis-ის ფარგლებში.
როგორც ცნობილია, ტესტირება მოიცავდა სამ თერმულ შემოწმებას ვაკუუმ-კამერაში, ასევე რაკეტის ელექტრონიკის ქმედითუნარიანობის შემოწმებას გარე ელექტრომაგნიტური გავლენის პირობებში.
კოსმოსური რაკეტის ტესტირება ჩატარდა NASA-ს ჯონ გლენის სახელობის კვლევით ცენტრში, ოჰაიოში. აქ მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი თერმული კამერა, ასევე ხელმისაწვდომია აეროდინამიკური მილები და სხვა აღჭურვილობა, რათა მოხდეს კოსმოსში ფრენის პირობების იმიტაცია.
კოსმოსური რაკეტა კვლევით ცენტრში 2019 წლიდან იმყოფება. მიიჩნეოდა, რომ ტესტირება ოთხ თვეს უნდა გაგრძელებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდის პროცესი კორონავირუსული ინფექციის პანდემიის ფონზე წარიმართა, ცენტრის სპეციალისტებმა შეძლეს სამუშაოს შესრულება პირვანდელი გრაფიკის მიხედვით.
„ყველა გაოცებული ვართ, იმდენად კარგად ჩაიარა ყველაფერმა. როდესაც ტესტირებას ვატარებდით თერმოვაკუუმით, ვგეგმავდით, რომ იგი 62 დღეზე დიდხანს გაგრძელდებოდა, აპარატი კარგად ფუნქციონირებდა ისევე, როგორც დანადგარი. ასე რომ არ დაგვჭირდა დამატებითი დრო“ - განაცხადა სადგურ პლამ-ბრუკის ტესტირების პროექტის მენეჯერმა Nicole Smith-მა. მისი თქმით, ტესტირება 47 დღე გაგრძელდა.
ამჯერად კოსმოსურ რაკეტას მოუწევს ტრანსპორტირება ფლორიდაში არსებული კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრისკენ. იქ მას აიყვანენ Aero Spacelines Super Guppy თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც განკუთვნილია მსხვილგაბარიტიანი ტვირთების გადატანისთვის.
წყარო: Overclockers GE