iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Binance-მა დაიწყო კრიპტოვალუტების ფიატზე გაცვლა

Binance-მა დაიწყო კრიპტოვალუტების ფიატზე გაცვლა

თარიღი: 21/10/2020

პარტნიორი: Overclockers GE

კრიპტო ბირჟა Binance-მა სერვისში დაამატა კრიპტოვალუტების ფიატურ ფულზე გაცვლის შესაძლებლობა. 

image.png 

სერვისით სარგებლობა შეუძლიათ კვალიფიცირებულ მერჩანტებს პირინგ-პლატფორმა Binance P2P-ის გამოყენებით. გაცვლისთვის მხარდაჭერილია BitcoinEthereum, USDT, BNB, BUSD და EOS. 

„მომხმარებლებს შეუძლიათ პირდაპირ იყიდონ და გაყიდონ კრიპტოვალუტა არჩეული შემოავაზების მიხედვით, შემდეგ კი გადასცენ ან მიიღონ ფიატური ფული პირადად“ - ნათქვამია შეტყობინებაში. 

ბირჟამ მომხმარებლები გააფრთხილა რისკების შესახებ, რომლებიც შესაძოა ახლდეს კრიპტოვალუტების ნაღდ ფულზე გადაცვლის პროცესს. კომპანიის წარმომადგენლები მომხმარებლებს მოუწოდებენ არ გამოიყენონ გარე მესენჯერები კომუნიკაციისთვის, არ დათანხმნენ საეჭვო ადგილას შეხვედრას და ყურადღებით გადაითვალონ ფული გარიგების დადასტურებამდე. 

შეგახსენებთ, 18 ოქტომბერს Binance-მა მიმოქცევიდან მოხსნა 2,253,888 BNB ტოკენი, რომელთა ღირებულება 68 მლნ აშშ დოლარი იყო. 

 

წყარო: Overclockers GE