iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

წარმოგიდგენთ არაეტალონურ GeForce RTX 3070 ვერსიებს - უმეტესობა გაგრილების მოზრდილი სისტემით

წარმოგიდგენთ არაეტალონურ GeForce RTX 3070 ვერსიებს - უმეტესობა გაგრილების მოზრდილი სისტემით

თარიღი: 21/10/2020

პარტნიორი: Overclockers GE

ვიდეო დაფების მწარმოებელმა კომპანიებმა დაიწყეს GeForce RTX 3070 დაფის საკუთარი ვერსიების მახასიათებლების გამოქვეყნება. ამჟამად ხელმისაწვდომია ინფორმაცია კომპანიებისგან - Inno3DEVGAGainwardColorfulGigabyteMSI და ASUS. 

image.jpeg 

Inno3D RTX 3070 iChill X3 

GeForce RTX 3070 დაფის ვარიანტებიდან ყველაზე სწრაფია ვერსიები GeForce RTX 3070 iChill Xდა iChill X4 კომპანიისგან - Inno3D. ორივე გრაფიკული პროცესორის სიხშირე 1785 მეგაჰერცს შეადგენს. 

ვიზუალურად მოდელები ერთმანეთისგან მხოლოდ მცირე დეტალით განსხვავდებიან - iChill X4 ვერსიას აქვს დამატებითი მეოთხე ქულერი გვერდით მხარეს, iChill X3 ვერსიაში კი მათი რაოდენობა სამია. 

image.jpeg 

Inno3D RTX 3070 iChill X4 

სხვა მახასიათებლების მხრივ დაფები იდენტურია. ორივეს აქვს 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორები, პერსონალურ კომპიუტერში ორივე იკავებს გაფართოების ორ სლოტს, დაფის სიგრძეა 30 სმ. 

image.jpeg 

Inno3D აღმოჩნდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც აღნიშნა თავისი ვიდეო დაფების ფაქტობრივი ენერგომოხმარება. იგი შეადგენს 240 ვატს, რაც 20 ვატით აღემატება ეტალონური NVIDIA GeForce RTX 3070 დაფის მაჩვენებელს. 

image.jpeg 

კომპანია EVGA-ს GeForce RTX 3070 ვარიანტის ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კომპანიამ გამოაქვეყნა ახალი დაფების რამდენიმე ფოტო. უფროსი GeForce RTX 3090 და RTX 3080 მოდელების მსგავსად უმცროი ვერსია წარმოდგენილი იქნება ოთხ ვარიანტად - FTW3 Ultra, XC3 Ultra, XC3 და XC3 Black. 

image.jpeg 

თითოეულ მათგანს აქვს ორი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი და გაგრილების სისტემა სამი ქულერით. FTW3 ვერსია სამსლოტიანია, XC3 ვარიანტები კი დაიკავებენ გაფართოების ორ სლოტს. 

image.jpeg 

XC3 და XC3 Black მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ XC3 Black ვერსიას არ გააჩნია უკანა გამაძლიერებელი ფირფიტა. Ultra ვერსია კი წარმოდგენილია გრაფიკული პროცესორის ქარხნული აჩქარების უფრო მაღალი მაჩვენებლით. 

image.jpeg 

კომპანია Gainward-მა თავისი Phoenix-სერიის დაფების მახასიათებლები სრულად გაასაჯაროვა. კომპანიამ წარადგინა ორი მოდელი: GeForce RTX 3070 Phoenix და Phoenix GS (Golden Sample). GS ვერსიის Boost-სიხშირე 1770 მეგაჰერცია. ორივე მოდელის ენერგომოხმარების მაჩვენებელია 240 ვატი. 

 

ორივე ვერსია იკავებს კორპუსში გაფართოების 2.7 სლოტს, აქვთ სამი ქულერი და ორი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი. Gainward GeForce RTX 3070 Phoenix ვარიანტებ ვიდეოდრაივერების სტანდარტული ნაკრები აქვთ: ერთი HDMI 2.1 და სამი DisplayPort 1.4a. 

 

საინტერესოა ის, რომ Gainward RTX 3070 ვერსიებში გამოყენებულია GeForce RTX3090 და RTX 3080 დაფებისგან განსხვავებული უკანა გამაძიერებელი ფირფიტა. უმცროს ვერსიას აქვს დიდი ზომის სავენტილაციო ჭრილები და თავად შავი ფერისაა ყავისფერი უფროსი მოდელებისგან განსხვავებით. 

image.jpeg 

მარცხნიდან მარჯვნივ: Colorful GeForce RTX 3070 Ultra, Advanced და BattleAx 

კომპანია Colorful-მა წარადგინა სამი GeForce RTX 3070 ვარიანტი. ჩამონათვალში არ ფიგურირებს ვერსია Vulcan X, რომელსაც კომპანია გვავაზობს უფროსი GeForce RTX 3080 და RTX 3090 მოდელებისთვის. მის ნაცვლად Colorful-მა წარადგინა უმცროსი GeForce RTX 3070 ვერსიებად  - Battle Ax, Advanced და Ultra. 

image.jpeg 

Colorful GeForce RTX 3070 iGame Ultra OC ვარიანტი წარმოდგენილია ქარხნული აჩქარებით, თუმცა კომპანია არ ასახელებს GPU-ის სიხშირეებს. დაფაში გამოყენებულია სამი ქულერი, სიგრძეა 31 სმ, წონა - 1.2 კგ. 

image.jpeg 

iGame Advanced ვერსია კიდევ უფრო დიდია. დაფის სიგრძეა 31.5 სმ, წონა - 1.4 კგ. ეს მოდელი შესაძებელია ჩაითვალოს Colorful-ის დაფებს შორის უფროს ვერსიად მანამ, სანამ კომპანია არ წარადგენს Vulcan X-ს. 

image.jpeg 

BattleAx ვარიანტი მიეკუთვნება Colorful-ის ბიუჯეტურ სერიას. ამ დაფებს არ აქვს RGB-განათება და სპეციალური ფიზიკური ღილაკი BIOS-რეჟიმების სწრაფი ცვლილებისთვის. 

image.jpeg 

Gigabyte GeForce RTX 3070 Aorus Master 

კომპანია Gigabyte-მა განაახლა GeForce RTX 3070 Aorus Master მოდელების ხაზი. კომპანია არ ახმაურებს ახალი დაფების ტექნიკურ მახასიათებლებს, თუმცა აქვეყნებს მათ ფოტოებს. 

image.jpeg 

მოცემულ ვერსიას ვიდეოდრაივერების არასტანდარტული ნაკრები აქვს: სამი DisplayPort 1.4 და სამი HDMI 2.1. რესურს VideoCardz-ის ინფორმაციით გავრცელდა ცნობა, რომ Gigabyte RTX 3080 Aorus Master მოდელებში შესაძოა შეინიშნებოდეს გარკვეული პრობლემები HDMI 2.1 დრაივერთან დაკავშირებით, BIOS-პარამეტრებზე ენერგომოხმარების ლიმიტი კი იმაზე დაბალი აღმჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მიიჩნევა, რომ კომპანია ამ საკიხებს გადაჭრის BIOS-ის ახალი ვერსიის გამოშვებით. საზოგადოება იმედოვნებს, რომ გაყიდვების დაწყების დროს Gigabyte RTX 3070 Aorus Master დაფას აღარ ექნება მსგავსი პრობლემები. 

image.jpeg 

MSI GeForce RTX 3070 Gaming Trio 

კომპანია Micro-Star International-მა (MSI) გამოუშვა რამდენიმე ვარიანტი GeForce RTX 3070 და გარკვეული პერიოდის შემდეგ აპირებს კიდევ უფრო მეტი მოდელის გამოშვებას. გასულ კვირაში კომპანიამ წარადგინა მხოლოდ ერთი ვერსია  GeForce RTX 3070 Gaming Trio (X-ის გარეშე). მისი GPUის Boost-სიხშირე 1770 მეგაჰერცია. 

image.jpeg 

მოცემული ვერსია ერთ-ერთი ყველაზე მოზრდილია GeForce RTX 3070 დაფის ყველა ვარიანტს შორის. დაფის სიგრძეა 32.3 სმ, კორპუსში იკავებს გაფართოების სამ სლოტს. დაფის წონაა 1.4 კგ. კომპანია კომპლექტში აყოლებს სპეციალურ სამაგრ კრონშტეინს, რათა დაფამ ზედმეტი ზეწოლა არ მოახდინოს PCIe x16 კონექტორზე. 

image.jpeg 

ASUS-ის მიერ წარმოებული RTX 3070 ვერსიების შესახე ცოტა რამ არის ცნობილი.  ROG Strix, TUF და DUAL ვერსიებს გრაფიკული პროცესორის იდენტური Boost-სიხშირე აქვთ - 1755 მჰც. 

image.jpeg 

მარცხნიდან მარჯვნივ: ASUS GeForce RTX 3070 ROG Strix, TUF Gaming და DUAL 

საინტერესოა, რომ GPU-ის მუშაობის მაჩვენებელი ქარხნულად არ არის ხელმისაწვდომი. ASUS მომხმარებლებს სთავაზობს სპეციალური პროგრამის ამოტვირთვას, რომელიც ავტომატურად გაააქტიურებს გრაფიკული პროცესორის სამუშაო სიხშირეების პარამეტრებს კომპიუტერის ჩართვისას. 

image.jpeg 

ქარხნული აჩქარების მქონე, OC-ვერსიის GeForce RTX 3070 დაფების ტექნიკურ მახასიათებლებს კომპანია ჯერჯერობით არ ახმაურებს. 

შეგახსენებთ, ეტალონური GeForce RTX 3070, აგრეთვე NVIDIA-ს პარტნიორი კომპანიების მიერ წარმოებული ვარიანტების გაყიდვა 28 ოქტომბრიდან დაიწყება. 

 

წყარო: Overclockers GE