iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

AMD Ryzen 5600X, 5800X და 5900X აღმოჩნდნენ 25-30%-ით სწრაფი წინა თაობის მოდელებთან შედარებით - გამოქვეყნდა ტესტების პირველი შედეგები

AMD Ryzen 5600X, 5800X და 5900X აღმოჩნდნენ 25-30%-ით სწრაფი წინა თაობის მოდელებთან შედარებით - გამოქვეყნდა ტესტების პირველი შედეგები

თარიღი: 20/10/2020

პარტნიორი: Overclockers GE

Ryzen 5000 თაობის პროცესორები 5 ნოემბრიდან გაიყიდება. ეტაპობრივად ცნობილი ხდება დეტალები ახალი პროდუქტების შესახებ. ამჯერად გამოქვეყნდა პირველი ტესტირების შედეგები.  

კომპიუტერულ ენთუზიასტ harukaze5719-ის Twitter-ზე გამოჩნდა პოპულარულ ბენჩმარკ SiSoftware-ზე ტესტების გრაფიკი. სამწუხაროდ, ოპერატიული მეხსიერების მახასიათებლები მითითებული არ არის, Ryzen-პროცესორების წარმადობა კი დიდწილად დამოკიდებულია მის ტაქტის სიხშირეებზე. 

image.png 

თუკი ამ მონაცემებს ვენდობით, არითმეტიკულ ამოცანებში Ryzen 5600X, 5800X და 5900X საშუალოდ 15%-ით სწრაფია წინამორბედებთან - Ryzen 3600X, 3800X და 3900Х პროცესორებთან შედარებით. 

image.png 

მულტიმედია გამოთვლებში იგრძნობა უფრო მეტი უპირატესობა - არქიტექტურა Zen 3 დაახლოებით 25-30%-ით სწრაფი აღმოჩნდა კონფიგურაციების მიხედვით. 

image.jpeg 

ამ მონაცემების გათვალისწინებით, მიუხედავად მაღალი ფასისა, ახალი არქიტექტურა უზრუნველყოფს წარმადობის ღირსეულ ზრდას. დარჩა გეიმინგ-წარმადობის ტესტების ჩატარება, რადგანაც მომხმარებელთა უმეტესობა მძლავრ ჩიპებს სწორედ ამ მიზნით ყიდულობს. 

 

წყარო: Overclockers GE