iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Xbox X და PS5 შესაძლოა წელს ვერ გამოვიდეს - დამნაშავე ვირუსია

Xbox X და PS5 შესაძლოა წელს ვერ გამოვიდეს - დამნაშავე ვირუსია

თარიღი: 17/03/2020

პარტნიორი: Overclockers GE

კორონავირუსი ძლიერ დარტყმას აყენებს ბევრ კორპორაციასა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, დაწყებული გეიმინგიდან - მედიცინით დამთავრებული. მცირე ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ პოპულარული კონსოლები Xbox Series X და PlayStation 5 მიმდინარე წლის ზამთრის დადგომამდე გამოვიდოდა, თუმცა ახალი ინფორმაცია სრულიად განსხვავებულია. 

გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემებია შიდა მაკომპლექტებლების მიწოდებასთან დაკავშირებით, Sony-სა და Microsoft-ის მომდევნო თაობის კონსოლების გამოსვლა გადაიდება 2021 წლის გაზაფხულამდე, ან შესაძლოა ზაფხულამდეც კი. ამის შესახებ განაცხადა კომპანია DFC Intelligence-მა რომელიც დაკავებულია მსხვილი კომპანიებისა და კორპორაციების ანალიტიკით.  

image.png

AMD-მ, რომელიც ორივე კონსოლისთვის განკუთვნილ SoC-ს აწვდის, მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ გარკეული შეფერხებები ალბათ იქნება, თუმცა არა კრიტიკული. DFC Intelligence აცხადებს: იმ შემთხვევაში, თუკი კონსოლები მაინც გაიყიდება, მათი რაოდენობა მეტად შეზღუდული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტად აიწევს ფასი. ფანატები მათ დიდი ალბათობით 2020 წელს ვერ იხილავენ. დადებით ფაქტად კომპანი მიიჩნევს იმას, რომ სამომხმარებლო მოთხოვნა კონსოლებზე აუცილებლად მაღალი იქნება და გადააჭარბებს მიწოდებას.  

წყარო: Overclockers GE