iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Capcom-ში ფიქრობენ Resident Evil-ის კიდევ ერთი ნაწილის რიმეიქზე

Capcom-ში ფიქრობენ Resident Evil-ის კიდევ ერთი ნაწილის რიმეიქზე

თარიღი: 08/04/2020

პარტნიორი: Overclockers GE

განახლებული Resident Evil 3 სულ ახლახანს გამოვიდა, Capcom კი უკვე ფიქრობს კიდევ ერთი ნაწილის რიმეიქზე. ყოელ შემხვევაში, ამაზე მიანიშნებს იაპონური კომპანიის მიერ აზიის ქვეყნების მაცხოვრებლებში ატარებული გამოკიხვა.  

საშინელებათა ანრის საკულტო სერიების მორიგი ნაწილის შესაძლო მოდერნიზების საკითხთან დაკავშირებული ანკეტა ხელმისაწვდომია Capcom-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეhttps://bit.ly/3e65uVl 

კითხვა, რომელსაც ეხება საუბარი, შემდეგნაირად ჟღერს: „გაყიდვაში რომ გამოვიდეს Resident Evil-ის ფრენჩიზის ახალი რიმეიქი, რამდენად იქნებოდით დაინტერესებულნი მისი შეძენით?“ 

თუკი მოხდება Capcom-ის კლასიკის მორიგი მოდერნიზაცია, მაშინ ის სავარაუდოდ კონსოლების მომავალი თაობისთვის იქნება განკუთვნილი: პასუხების ვარიანტებს შორის მოხსენიებული ახალი კონსოლის შეძენის აუცილებლობა.   

image.jpeg 

ძველად Capcom-მა საზოგადოებას მიანიშნა ორიგინალი Resident Evil-ის მეორე რიმეიქის გამოსვლის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის განახლებული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია PS4-სა და Xbox One-ზე, თავდაპირველი რელიზიდან უკვე საკმაოდ დიდი დროა გასული. 

გასულ თვეში ინსაიდერმა AestheticGamer-მა განაცხადა, რომ Capcom ფიქრობს Resident Evil CodeVeronica-ს რიმექზე, თუმცა ამჟამად თამაში „არ არის შემუშავების წინა სტადიაშიც კი“. 

Resident Evil 3-ის რიმეიქი გამოვიდა 3 აპრილს PC-ზე (Steam), PS4-სა და Xbox One-ზე. კრიტიკოსებმა პროექტი არ მიიღეს ისე დადებითად, როგორც თამაშის მეორე ნაწილი, თუმცა თავისი წილი მოწონება ახალმა რიმეიქმა მაინც დაიმსახურა. 

 

წყარო: Overclockers GE