iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Kirin 820 5G-სა და Snapdragon 765G-ის შედარება Huawei-ის ჩიპის უპირატესობას გვიჩვენებს

Kirin 820 5G-სა და Snapdragon 765G-ის შედარება Huawei-ის ჩიპის უპირატესობას გვიჩვენებს

თარიღი: 07/04/2020

პარტნიორი: Overclockers GE

მარტის ბოლოს Huawei-მ წარადგინა 5G ქსელის მხარდაჭერის მქონე საშუალო დონის ცალკრისტალიანი სისტემა - Kirin 820, რომელიც საფუძვლად დაედო ახალ Honor 30S-ს. გამოშვებისთანავე ცნობილი გახდა, რომ იგი წარმადობით აღემატებოდა Snapdragon 765G ჩიპს.  

Kirin 820 5G - ეს გახლავთ 7-ნანომეტრიანი ჩიპი მძლავრი  Cortex-A76 @2,36 გჰც ბირთვით, სამი Cortex-A76 @2,22 გჰც ბირთვითა და ოთხი ენერგოეფექტური Cortex-A55 @1,84 გჰც ბირთვით. Snapdragon 765G-ის ცენტრალური პროცესორის ბლოკი მსგავსია, თუმცა ბირთვების განაწილება განსხვავებულია: მძლავრი ბირთვი Kryo 475 Prime (Cortex-A76) @2,4 გჰცბირთვი Kryo 475 Gold (Cortex-A76) @2,2 გჰც და ექვსი ენერგოეფექტური ბირთვი Kryo 475 Silver (Cortex-A55) @1,8 გჰც. 

ამ გადანაწილებიდან ცხადია, რომ Kirin 820 5G უფრო მძლავრი პროცესორია, რადგანაც მას ოთხი Cortex-A76 ბირთვი აქვს, Snapdragon 765G-ს კი - მხოლოდ ორი. ამ ფაქტს ადასტურებს Geekbench-ტესტებიც. Kirin 820 5G-ის შედეგები Honor 30S სმარტფონში გაცილებით მაღალია (634 ქულა ერთბირთვიან და 2424 ქულა მრავალბირთვიან რეჟიმებში), ვიდრე Snapdragon 765G-ის წარმადობა Redmi K30 5G მოდელში (598 და 1772 ქულა, შესაბამისად). 

AnTuTu-ტესტირებებიც ანალოგიურ შედეგს გვიჩვენებს: ამ სატესტო პაკეტში Kirin 820 5G-მა მოაგროვა 130 080 ქულა, Snapdragon 765G-მა კი -  104 223 ქულა. 

გადავიდეთ გრაფიკულ ნაწილზე. Kirin 820 5G-ში გამოყენებულია ექვსბირთვიანი ამაჩქარებელი ARM Mali-G57, Snapdragon 765G-ში კი - საკუთარი გრაფიკა Qualcomm Adreno 620. ჩატარებული ტესტირებების თანახმად Mali-G57 უფრო მძლავრი გრაფიკული პროცესორია და აგროვებს 116 516 ქულას, Adreno 620 კი - 92 536 ქულას. Kirin 820 5G სხვა პირობებში ტესტირების შემხვევებშიც თავის უპირატესობას ამტკიცებს. 

image.jpeg 

რაც შეეხება კავშირის საშუალებებს, ორივე პროცესორს აქვს 5მობილური ქსელის მხარდაჭერა SA და NSA არქიტექტურებითSnapdragon 765G-ს აქვს Bluetooth 5.0Kirin 820 5G-ს კი -  Bluetooth 5.1. რაც შეეხება პოზიციონირების სისტემებს, Kirin 820 5G-ს არ აქვს ინდური NavIC-ის მხარდაჭერა Snapdragon 765G-ისგან განსხვავებით.  

ჯამში შესაძებელია ითქვას, რომ Kirin 820 5G ყველაზე მძლავრი პროცესორი, რაც ოდესმე Huawei-ს შეუქმნია და Qualcomm-ის ვერც ერთი საშუალო კლასის ჩიპი შეედრება. დიდი ალბათობით, ჩიპების ამერიკული მწარმოებელი კომპანია ვიარებას ასე არ დატოვებს და მიმდინარე წელსვე წარადგენს ახალ ჩიპს, რომელიც Kirin 820 5G-ზე უკეესი წარმადობის იქნება. 

 

წყარო: Overclockers GE