iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Xiaomi-ს ახალი მძლავრი RedmiBook 14 Ryzen Edition სულ რაღაც 465 აშშ დოლარად

Xiaomi-ს ახალი მძლავრი RedmiBook 14 Ryzen Edition სულ რაღაც 465 აშშ დოლარად

თარიღი: 07/04/2020

პარტნიორი: Overclockers GE

კომპანია Xiaomi გაყიდვაში უშვებს RedmiBook 14 Ryzen Edition-ს. ლეპტოპებ დაანონსდა 2019 წლის ოქტომბერში და გვევლინებოდა, როგორც მძლავრი მოწყობილობები ხელსაყრელ ფასად. ამამად მათი წინასწარი შეკვეთა ჯერჯერობით შესაძლებელია ჩინეთში, გაყიდვები კი 9 აპრილიდან დაიწყება.  

image.jpeg 

 

თავდაპირველად RedmiBook 14 გამოდიოდა Intel Core პროცესორებით. AMD Ryzen პროცესორების მქონე ახალ ლეპტოპებში კვლავ წარმოდგენილია 14-დუიმიანი დისპლეი, რომელიც კორპუსის 81.2%-ს იკავებს. ახალ ლეპტოპებს აქვთ Dolby DTS ტექნოლოგიის მხარდაჭერა.  

RedmiBook 14 Ryzen Edition პროცესორების მხრივ ორ ვერსიად გამოვა: მოდელი AMD Ryzen 5 3500U ჩიპითა და მეორე ვერსია - Ryzen 7 3700U პროცესორით. ორივე მათგანს ექნება 8/16 გბ ოპერატიული და 512 გბ შიდა მეხსიერება. 

Xiaomi-მ განაცხადა, რომ მოწყობილობებში მხარდაჭერილი იქნება ახლი ფუნქცია - ფაილების გადაცემა XiaomiOppo დაVivo ბრენდებს შორის. ეს ფუნქცია მიმდინარე წელს ამოქმედდა დასახელებულ კომპანიებს შორის ანამშრომლობის შედეგად. მისი გამოყენებით შესალებელია ლეპტოპებსა და სმარტფონებს შორის ფაილების, აასზე მეი მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეოს მომენტალურად  გადაცემა ფაილის ზომის შეზღუდვის გარეშე. 

რაც შეეხება ფასს, RedmiBook 14 ლეპტოპის ვერსია, რომელსაც ექნება AMD Ryzen 5 პროცესორი და 8+512 გბ მეხსიერება, გაიყიდება 465 აშშ დოლარად. უფროსი ვერსია AMD Ryzen 7 პროცესორია და 16+512 გბ მეხსიერებით გაიყიდება დაახლოებით 565 აშშ დოლარად. 

 

წყარო: Overclockers GE