თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
დამატებითი კითხვებისთვის, მოგვმართეთ: info@el.ge
თუ ხარ დარეგისტრირებული, გაიარე ავტორიზაცია
დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ: info@el.ge
თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ facebook
Microsoft 365 ავტორიზაცია
ცნობილი გახდა AMD Ryzen 4000-ის ბაზაზე არსებული პირველი ლეპტოპების ფასები
თარიღი: 12/03/2020
პარტნიორი: Overclockers GE
კომპანია AMD-მ წარადგინა Renoir-სერიის ჰიბრიდული პროცესორები დაახლოებით ორი თვის წინ. ჩიპების პრემიერა შედგა სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა CES 2020-ზე, თუმცა ბაზარზე ამ დრომდე გამოვიდა მხოლოდ ერთი ლეპტოპი ახალი APU-ით. ვითარება სულ მალე შეიცვლება: წინასწარი მონაცემებით Ryzen 4000-ის ბაზაზე აწყობილი პირველი მზა პროდუქტების გაყიდვა 31 მარტიდან დაიწყება. რესურს Newegg Canada-ზე გამოჩნდა რვა ლეპტოპის ფასი.
მათგან ყველაზე ხელმისაწვდომი გახლავთ მოდელი ASUS TUF Gaming TUF506IH-RS53. მისი ფასი 899 კანადური დოლარია (655 აშშ დოლარი). ლეპტოპს აქვს 6-ბირთვიანი და 12-ნაკადიანი ჩიპი Ryzen 5 4600H სიხშირით 3-4 გჰც, TDP 45 ვტ და გრაფიკით - Radeon Vega 6 (1500 მჰც). გრაფიკული ქვესისტემა წარმოდგენილია NVIDIA GeForce GTX 1650 ვიდეო ბარათით. ლეპტოპის ეკრანი 15.6-დუიმიანია, კადრის განახლების სიხშირე 60 ჰერცს შეადგენს.
ლეპტოპი ინდექსით RS74 - ღირს 1190 კანადური დოლარი (875 აშშ დოლარი). მასაც აქვს გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce GTX 1650 და 15.6-დუიმიანი ეკრანი, თუმცა კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერცია. ამ მოდელს აქვს Ryzen 7 4800H ჩიპი - 8-ბირთვიანი, 16-ნაკადიანი პროცესორი სიხშირით 2.9-4.2 გჰც, TDP 45 ვატი და გრაფიკა Radeon Vega 7 (1600 მჰც).
ამავე პლატფორმის ბაზაზე მუშაობს კიდევ ორი ლეპტოპი: ASUS TUF Gaming TUF506IV-AS76 ვიდეო ბარათით GeForce RTX 2060 Max-Q და ASUS TUF Gaming TUF706IU-AS76 - GeForce GTX 1660 ბარათით. პირველი მათგანის ფასი 1165 აშშ დოლარია, მეორისა კი - 1095 აშშ დოლარი.
ასორტიმენტში აგრეთვე შედის ROG-სერიის სამი მოდელი Ryzen 7 4800HS ჩიპით. ეს პროცესორი წინა მოდელისგან განსხვავდება 35 ვატამდე შემცირებული სითბოს გამოყოფით. სამი მოდელიდან ყველაზე იაფია SUS ROG GA502IU-XS74. მისი ფასი 1165 აშშ დოლარია. მოწყობილობას აქვს GeForce GTX 1660 Ti ვიდეო ბარათი და 15.6-დუიმიანი ეკრანი 144 ჰც კადრის განახლების სიხშირით.
ROG GA502IV-ES76 მოდელს აქვს ამაჩქარებელი GeForce RTX 2060, კადრის განახლების სიხშირე კი 240 ჰერცია. ეს ლეპტოპი წინა მოდელზე 150 აშშ დოლარით ძვირია. Ryzen 7 4800HS ჩიპის მქონე მესამე მოდელის დასახელებაა ASUS ROG GA401IU-BS76. ეს გახლავთ 14-დუიმიანი მოწყობილობა GeForce GTX 1660 Ti Max-Q გრაფიკით და ღირს 1240 აშშ დოლარი.
და ბოლოს, Newegg Canada-ს ასორტიმენტში არსებული ყველაზე ძირადღირებული ლეპტოპი გახლავთ ASUS ROG GA401IV-DS91. მას საფუძვლად უდევს ჰიბრიდული პროცესორი Ryzen 9 4900HS, რომლის წარდგენა სხვა ჩიპებთან ერთად არ შემდგარა CES 2020-ზე. ლეპტოპს აქვს GeForce RTX 2060 Max-Q ამაჩქარებელი, დისპლეი 14-დუიმიანია და კადრის განახლების სიხშირე 120 ჰერცია. ლეპტოპის ფასია 1820 აშშ დოლარი. ფასები და პარამეტრები თავმოყრილია ცხრილში.
წყარო: Overclockers GE